ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 20.04.2026
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის “რეალური სივრცის” თანამშრომლების საჩივარი

20 აპრილს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.
  • 16.04.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

“TV პირველი” პროსახელისუფლებო “იმედს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელს 

“TV პირველი” აცხადებს, რომ ტელეკომპანია “იმედმა” 16 აპრილს, საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკაში”,  TV პირველის  შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. 
  • 15.04.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

ჟურნალისტებს ანგარიშები დაუყადაღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან

15 აპრილს, „TV პირველის“ ინფორმაციით, არხის შაბათის ეთერის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.  სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა JamNews-ის საქართველოს რედაქტორი ირაკლი დათუნაშვილიც (სოციალური მედიაში სახელი: ლეო ნაფტა) წერს, რომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
  • 15.04.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
შრომითი უფლებები შრომითი უფლების შეზღუდვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
  • 11.04.2026
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა

ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

ტელეკომპანია ფორმულა-ს ცნობით, ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილის სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. მედიის ინფორმაციით, მუქარის შემცველ შეტყობინებებს ჟურნალისტი გია კიკოლაშვილი-ჭანტურიასგან იღებს. გავრცელებული ცნობით, მუქარის ავტორმა იცის ჟურნალისტის საცხოვრებელი მისამართიც.
  • 08.04.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები მედიის შემზღუდავი კანონი

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია  წერილობით გააფრთხილა

კომუნიკაციების კომისიამ ოთხი ტელეკომპანია, მათ შორის, ორი პროსამთავრობო არხიც, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა. საუბარია ხელისუფლებისადმი კრიტიკულ არხებზე - „ფორმულა“ და  „TV პირველი“ და ასევე, პროსამთავრობო მაუწყებლებზე -  POSTV  და „იმედი“. კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიები იმ მუხლების დარღვევის გამო გააფრთხილა,  რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება. 
  • 07.04.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს, ანგარიშები დაუყადაღეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ჟურნალისტის ცნობით, აღმოჩნდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, იგი “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით, 5 000 ლარით იყო დაჯარიმებული.
  • 04.04.2026
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები დაკავება/დაპატიმრება

 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, დააჯარიმეს და საქართველოდან გააძევეს

2026 წლის 4 აპრილის ღამეს, საქართველოში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი  დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაავრცელა. მან გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ სადიგოვის სახლის კარის გაჭრას სამართალდამცველები.
  • 03.04.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა | დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ თავს ესხმის და რეაგირებით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს 

2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა,  ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.
  • 02.04.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სამართლებრივი დევნა

„უდოს კომისიამ“ უარი თქვა მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე  

„უდოს კომისიამ“ (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო) უარი თქვა  გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ