“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ თავს ესხმის და რეაგირებით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს
2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.
შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელა
2026 წლის 21 თებერვალს, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიმდინარე დებატებისა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის სასჯელის შესახებ მანიპულაციური განცხადება გაავრცელა. მან ჟურნალისტის განაჩენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონისთვის სილის გაწვნისთვის მსჯავრდებულის სასჯელს შეადარა.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლების” დისკრედიტაციას ეწევა
2026 წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
შალვა პაპუაშვილი „სინათლე მედიის“ დისკრედიტაციას და დაშინებას ცდილობს
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობის, „სინათლე მედიას“ წინააღმდეგ და მათი დისკრედიტაცია და დაშინება ცადა.
შალვა პაპუაშვილი “მთის ამბების” დისკრედიტაციას ცდილობს
24 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედია „მთის ამბები“ ფინანსების დამალვაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ დონორები „მთის ამბების“ დაფინანსებით ქსენოფობიას აფინანსებენ. ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პროსამთავრობო ტელევიზიის მიერ „მთის ამბების“ შესახებ დასმულ შეკითხვას. ჟურნალისტი პაპუაშვილს „მთის ამბების“ მიერ Eagle Hills-ის პროექტის გაშუქების შესახებ ეკითხებოდა. Eagle Hills-ი „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ უპრეცედენტო, მრავალმილიონიან პროექტად არის დასახელებული.
შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლებას” “ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის” მიერ შექმნილ “პროპაგანდისტებს” უწოდებს
24 ნოემბერს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლების” წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ მედია “ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის” მიერ არი შექმნილი. ხოლო, ჟურნალისტებს “პროპაგანდისტები” უწოდა.
“ნეტგაზეთის” დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ
25 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კვლავ სცადა “ნეტგაზეთის” დისკრედიტაცია. შალვა პაპუაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში “ნეტგაზეთი” “ტერორისტების მხარდამჭერ პროპაგანდისტული მედიად” მოიხსენია.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, TOK2Region-ს “დეზინფორმაციის გამავრცელებელი პარტიული მედია” უწოდა
2025 წლის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს (რომელსაც პროდასავლური ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და საზოგადოებამ ბოიკოტი გამოუცხადა), “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი სტუდია TOK2region დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და “პარტიულ მედიად” მოიხსენია.