2025 წლის 20 მაისს, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი, ვილ ნილი, რომელიც საქართველოში 2022 წლიდან ცხოვრობდა.
ვილ ნილი ბრიტანული მედიასაშუალების “Byline Times”-ის ფრილანსერი ჟურნალისტია. მიმდინარე წლის 31 მარტს, ნილმა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის, ბრიტანეთში რეგისტრირებულ კომპანიებსა და საქართველოში, პარტია, “ქართული ოცნების”, დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” თავის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ჟურნალისტის საქართველოს ტერიტორიაზე არშემოშვებას აღნიშნულ ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს: .
„გაძევება მოჰყვა სიძულვილის კამპანიას, რომელსაც პროსამთავრობო პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები აწარმოებდნენ ნილის მიმართ, საქართველოს ძალაუფლების მქონე წრეებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების საპასუხოდ, რადგან ქვეყანაში პრესის თავისუფლება გაუარესებას აგრძელებს,“ სტატიაში.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს უარი ეთქვა ქვეყანაში შემოსვლაზე.