“აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს სულხან მესხიძეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ტექნიკის დაზიანება სცადეს
2025 წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, “ოცნების ქალაქის” უბანში პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელს და რედაქტორს სულხან მესხიძეს.
“აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალეს
2025 წლის 15 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ახალი უბნის, “ოცნების ქალაქის” სამშენებლო ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ წლით სავსე თხრილში ჩავარდნილი ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა,
“პუბლიკის” ფოტორეპორტიორის წინააღმდეგ, რომელიც აქციის გაშუქებისას სამართალდამცველებმა სასტიკად სცემეს, პოლიციამ სასამართლოს მიმართა
2025 წლის 12 თებერვალს, ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. უწყება ფოტორეპორტიორს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლოში პროცესი 25 თებერვალს,16:00 საათზეა ჩანიშნული.
გამოცემა “ბათუმელების” ჟურნალისტი არ შეუშვეს ქალაქის მერიის საჯარო ღონისძიებაზე
როგორც გამოცემა წერს, ამ შეხვედრის შესახებ მათ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა ბათუმის მერიის შესასვლელთან მისულ „ბათუმელების“ ჟურნალისტს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ.
“მთავარი არხის” ოპერატორი, რომელიც პოლიციამ მუშაობის დროს უკანონოდ დააკავა, თავად ცნეს სამართალდამრღვევად
2025 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა “მთავარი არხის” ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელზეც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებმა თავად იძალადეს.
4 თებერვალს, “მთის ამბების” დამფუძნებელმა და რედაქტორმა გელა მთივლიშვილმა გამოაქვეყნა ფეისბუკ პოსტი, საიდანაც ირკვევა, რომ რედაქციის კუთვნილი ავტომობილი განზრახ დააზიანეს.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა
პარლამენტთან გამართულ აქციაზე პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს
4 თებერვალს საქართველოს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ უკანონოდ ხელი შეუშალა მედიის წარმომადგენლებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მათ შორის, ფიზიკურად გაუსწორდა 3 ჟურნალისტს:
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წაყვანის უფლება დროებით შეუჩერდა
4 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, 18 საათიანი მოამბის წამყვანს, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს, დროებით შეუჩერა გადაცემის წაყვანის უფლება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოაქვეყნა თავად ჟურნალისტმა. წამყვანობის შეჩერების მიზეზი „მოამბის” პროდიუსერების მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმაა.