07-05-2026
ხელვაჩაური
ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსისა“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს

7 მაისს, ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებმა. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალსიტების თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.

ჟურნალისტები სინდისის პატიმრების მშობლების მოსახლეობასთან შეხვედრას აშუქებდნენ.

“ბათუმელების” ინფორმაციით, აგრესიულ პირთა შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილია.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს.

Share
07-05-2026
1
2
კაცი: 1 ქალი: 1
გადაღების აკრძალვა | დაშინება/მუქარა | ვერბალური თავდასხმა | მუშაობაში ხელშეშლა | სიტყვიერი შეურაცხყოფა | ფიზიკური ძალადობა
საჯარო მოხელე
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ხელვაჩაური