დღეს 30 ივნისს საინფორმაციო სააგენტო „პუბლიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით უკვე არ შეუშვეს, შეზღუდეს ეზოში ტელეფონებით გადაღებაც. “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიღებული კანონი აამოქმედა.
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე ამოქმედდა და მედიის თავისუფლად მუშაობა კვლავ შეიზღუდა
საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” პრეიმიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედეს.
ქართული ოცნების მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
18 ივნისს, ქართულმა ოცნებამ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონში ცვლილებები დააინიცირა, რაც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. 26 ივნისს, პარლამენტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვები ერთხმად მიიღო.
2025 წლის 23 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ონლაინ გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოწმეთა დაკითხვის გარდა, სასამართლოზე მზია ამაღლობელისთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის შეცვლაზეც იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ნინო კოდალაშვილის დაკითხვაზე წაყვანას პოლიცია მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადა
პოლიციამ ნინო კოდალაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა განიზრახა, მოწმის სტატუსით გამოკითხვის მიზნით და ასევე, მისი პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერება. შემთხვევას შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორიც, ნინო ჯანგირაშვილი.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ფოტოგრაფები სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა
2025 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელიც მიმდინარე წლის 9 მაისს, სასამართლოს შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხებოდა.
პერსონალური ინფორმაციაპერსონალური მონაცემების გამოთხოვასამართლებრივი დევნა
ანტიკორუფციული ბიურო “მედიის განვითარების ფონდისგან” გრანტების შესახებ ინფორმაციას ითხოვს
2025 წლის 19 ივნისს, ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდს” (MDF) ჩაბარდა სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ბიურო ორგანიზაციას დიდი მოცულობის ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, მათ შორის ბენეფიციარებისა და პარტნიორების პერსონალურ მონაცემებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მედიის წარმომადგენლებს სრულყოფილად მუშაობის საშუალება არ მისცა
როგორც ჟურნალისტები ჰყვებიან, სასამართლო პროცესი იმართებოდა მინის კარ-ფანჯრით გაყოფილ დარბაზში, გამყოფ ტიხარს მიღმა არ აღწევდა მოსაუბრეების ხმა, რის გამოც, მედიის წარმომადგენლებმა მოსამართლეს მიკროფონების შიდა სივრცეში დადება სთხოვეს, მოსამართლემ კი მათ ამის უფლება არ მისცა.
“ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს
2025 წლის 18 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარინა ფომაევამ, გამოცემების - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, საპროტესტო სტიკერის გაკვრისთვის სამართალდამრღვევად სცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. საუბარია სტიკერზე - “იფიცება საქართველო”, რომელიც მზია ამაღლობელმა 11 იანვარს პოლიციის დამხმარე სათავსოს შენობის კედელზე გააკრა. პოლიციის თანამშრომლებმა სტიკერი გაკვრისთანავე ააძრეს.
სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო ტელეწამყვანი ვიკა ბუკია 4000 ლარით დააჯარიმეს
2025 წლის 18 ივნისს, სოციალურ ქსელში, “ქართული ოცნების” დეპუტატის მისამართით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრების გამო, ტელეწამყვანი ვიკა ბუკია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა 4 000 ლარით დააჯარიმა.