პირველ მაისს, რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანმა სამსახურმა „ეხო კავკაზამ“, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საკითხებს აქტიურად აშუქებდა, მუშაობა შეწყვიტა. განცხადება ამის შესახებ მედიამ 3 მაისს გაავრცელა.
მუშაობის შეწყვეტის მიზეზად რესტრუქტურიზაცია დასახელდა.
„ეს ზომები მიიღება იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ RFE/RL-ის პოზიცია, როგორც გავლენიანი, აქტუალური და ფისკალურად პასუხისმგებლიანი ორგანიზაციისა. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ერთგულებას სიღრმისეული ჟურნალისტიკის მიმართ — განსაკუთრებით საგამოძიებო და ანალიტიკური რეპორტაჟების მიმართულებით. რესტრუქტურიზაციის პროცესში, ჩვენ ვემშვიდობებით ზოგიერთ მართლაც ნიჭიერ კოლეგას, რომლებმაც წლები მიუძღვნეს RFE/RL-ის მისიას,“ განაცხადა RFE/RL-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა.
“ეხო კავკაზა” 2009 წლიდან მუშაობდა და აშუქებდა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებს .