ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 12.06.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი დევნა ფინანსური ჯარიმა

პოლიტიკოსების მიმართ სოციალურ ქსელში გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო ჟურნალისტები სასამართლოში დაიბარეს

2025 წლის 12 ივნისს, სოციალურ ქსელში გამოთქმული, ხელისუფლებისადმი კრიტიკული მოსაზრებებისთვის, ექვსი ჟურნალისტი: ეკა მიშველაძე (TV პირველი), ვიკა ბუკია (TV პირველი), მიშა მშვილდაძე (TV ფორმულა), დეა მამისეიშვილი (მთავარი არხი), ვახო სანაია (TV ფორმულა) და ნანუკა ჟორჟოლიანი (დამოუკიდებელი ჟურნალისტი) თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს. მათ აცნობეს, რომ ედავებიან “ქართული ოცნების’ პოლიტიკოსებისთვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას
  • 11.06.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაშინება/მუქარა ვერბალური თავდასხმა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი “პუბლიკის” ჟურნალისტს სასამართლო პროცესზე ფოტოების გადაღების აკრძალვით დაემუქრა 

2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელიც აქციაზე დაკავებულ 8 პირის საქმეს განიხილავს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს მინდია გაბაძეს დაემუქრა, რომ შემდეგ პროცესზე ფოტოების გადაღების უფლებას აღარ მისცემს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მოსამართლემ ეს მას პირადად უთხრა: “მაშინ მომძახა, როცა პროცესის დასრულება გამოაცხადა, მე კი ხმაურის გარეშე ვაგრძელებდი ფოტოების გადაღებას”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.
  • 11.06.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა სასამართლო სხდომიდან გაძევება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიისთვის ისევ დაიხურა პოლიტიკური პატიმრების პროცესი

2025 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესის მიმდინარეობისას, მოულოდნელად, სხდომის დახურვის შესახებ გამოაცხადა
  • 11.06.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
მედიის შემზღუდავი კანონი

ონლაინ გამოცემა “ტაბულას”, “გრანტების კანონის” საფუძველზე, კუთვნილი გრანტის მიღება შეეზღუდა

2025 წლის 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ონლაინ გამოცემა “ტაბულა” ვეღარ მიიღებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გრანტს, 50 ათასი ფუნტის ოდენობით, რომელიც მოგებული ჰქონდა კონკურსის წესით
  • 11.06.2025
  • ქუთაისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს

2025 წლის 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს. იგი ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. მისი ინფორმაციით, პასპორტში ჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, მაგრამ, შემდეგ საბუთები აღარ დაუბრუნეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. კითხვები მისი მარშრუტს შეეხებოდა. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მკაფიო განმარტების გარეშე, უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე და მიზეზად დაუსახელეს "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები". 
  • 11.06.2025
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერად გამოცემა “ტაბულას” დისკრედიტაციას ცდილობს

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ონლაინ გამოცემა “ტაბულას” “ექსტრემისტულ გამოცემას” და “პარტიულ კედლის გაზეთს” უწოდებს. პაპუაშვილის ეს განცხადებები მოჰყვა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საელჩომ, “ქართული ოცნების” მიერ გრანტებთან დაკავშირებული პროცედურების გაჭიანურების გამო, საარჩევნო მონიტორინგისთვის განკუთვნილი გრანტები გააუქმა. ამ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო “ტაბულა”, რომელსაც უნდა მიეღო 50 000 ფუნტი ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის. 
  • 10.06.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა სასამართლო სხდომიდან გაძევება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომა დახურა მედიის იმ წარმომადგენლებისთვისაც, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ

2025 წლის 10 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სხდომა დახურა და დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა. აღსანიშნავია, რომ სხდომა დაატოვებინეს მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ. 
  • 09.06.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა მუშაობაში ხელშეშლა ფიზიკური ძალადობა შენობაში არშეშვება

ჟურნალისტებს სასამართლოში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

2025 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” და “პუბლიკის ჟურნალისტებს.
  • 09.06.2025
  • ბათუმი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი დევნა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სტიკერის გაკვრის ფაქტზე ახალი სამართალდარღვევის საქმე განიხილება

9 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლო, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთ სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.
  • 07.06.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაშინება/მუქარა ვერბალური თავდასხმა

სახელმწიფო კომპანია “საქრუსენეგროს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი  “TV პირველის” ჟურნალისტებს საჯაროდ ემუქრება

2025 წლის 7 ივნისს, “TV პირველის” ჟურნალისტებს, თამთა დოლენჯაშვილსა და ნოდარ მელაძეს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი, რომელიც ამავდროულად სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული, საჯაროდ დაემუქრა.