უკან დაბრუნება
GE/EN
This incident is not yet available in English.
04-11-2026
თბილისი
“ფორმულას” შენობაში მომხდარ ხანძარს, ტელეკომპანიის მიმართ დისკრედიტაციული კამპანია მოჰყვა

2026 წლის 4 ნოემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისში ხანძარის გაჩენისა და მაუწყებლობის დროებით შეჩერების შემდეგ, სოციალურ ქსელ Facebook-ზე ტელეკომპანიის მიმართ დისკრედიტაციული და დამცინავი შინაარსის პოსტები გავრცელდა.

გამოქვეყნებული პუბლიკაციები, პოსტები, ასევე ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ფოტოილუსტრაციები კამპანიური ხასიათი ჰქონდა და დამცინავი და ირონიული შინაარსის იყო და ტელეკომპანიის თანამშრომლების დისკრედიტაციას ახდენდა.  ასევე, გავრცელდა რამდენიმე ისეთი გზავნილიც, რომელიც ტელეკომპანიის მისამართით “შურისძიების შინაარსს” მოიცავდა და ხაზს უსვამდა, რომ თანამშროლებმა ეს განსაცდელი “დაიმსახურეს”. აქტორებს შორის, ვინც ამ ტიპის ინფორმაციასა და ფოტოილუსტრაციებს ავრცელებდა, იყო როგორც პროსამთავრობო მედია, ასევე, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირები და აფილირებული გვერდები სოციალურ ქსელში. 

“ფორმულას” ოფისი განთავსებულია მრავალსართულიან შენობაში, სადაც სხვა არაერთ ორგანიზაციას ოფისი აქვს და ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებმა ერთ-ერთ სართულზე გამოიწვია. რამდენიმე საათის განმავლობაში, არხის 20-ზე მეტი თანამშრომელი, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ვერ ახერხებდა შენობის დატოვებას და საფრთხის შემცველ სივრცეში იმყოფებოდა. მოგვიანებით, ყველა თანამშრომლის ევაკუაცია მოხერხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ტელეკომპანიამ ტექნიკური ზარალი მიიღო და მაუწყებლობის აღსადგენად 24 საათზე მეტი დრო დასჭირდა.

Share
04-11-2026
1
1
ორგანიზაცია: 1
დეპორტაცია (1)
ვერბალური თავდასხმა (1)
"ქართულ ოცნებასთან" აფილირებული გვერდი | პროსამთავრობო “იმედი” | ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი