03-08-2026
თბილისი
“მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვას მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა

2026 წლის 3 აგვისტოს, საგამოძიებო მედია “მონიტორის” YouTube-ს დაბლოკვას, “ქართული ოცნებისა” წევრებისა და პროსამთავრობო მედიების  მხრიდან, მედიის დისკრედიტაციის კამპანია მოჰყვა. 

“Facebook-მა სტუდია მონიტორის პროპაგანდისტული გვერდი წაშალა” – ამ წარწერით გამოაქვეყნა ქარდი სოციალურ ქსელში პროსამთავრობო, რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა ტელეკომპანია “იმედმა”. 

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნინო წილოსანმა, “იმედის” ქარდი თავის გვერდზე გადააშიარა და “მონიტორის” დაბლოკვა ჩათვალა “სამართლიან ქცევად”: “სამწუხაროდ, წლებია, „სტუდია მონიტორი“ თავს დამოუკიდებელ მედიად ასაღებს, სინამდვილეში კი ძირითადად სიცრუისა და პოლიტიკური მანიპულაციის გამავრცელებელია… ვინც ფაქტების ნაცვლად სიცრუესა და მანიპულაციას ირჩევს, საზოგადოებას სწორედ ის აძლევს ყველაზე მეტ საფუძველს, მისი სანდოობის შესახებ კითხვები დასვას. ამჯერად ამ კითხვებზე პასუხი თავად ფეისბუქმა გასცა – „სტუდია მონიტორის“ გვერდი სოციალური ქსელიდან წაიშალა, – დაწერა ნინო წილოსანმა, რომლის შესახებ ასევე აქვს საგამოძიებო მასალა მომზადებული “მონიტორს”. 

ნინო წილოსანის ეს პოსტი უკანვე წაიღო და ახალ ამბად აქცია იმედინიუსმა”, ასევე, იგივე სტატუსი, უცვლელად, ახალ ამბად გაავრცელეს “იმედთან” ერთად დასანქცირებულმა, პროსამთავრობო ტელეკომპანია“POSTV”-იმ და პროსამთავრობო  “რუსთავი 2”-მა.

Share
03-08-2026
1
1
ორგანიზაცია: 1
ვერბალური თავდასხმადისკრედიტაცია (1)
პარლამენტის წევრი | პროსამთავრობო "POSTV" | პროსამთავრობო "რუსთავი 2" | პროსამთავრობო “იმედი”
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი