გადაცემის წაყვანის უფლების შეჩერება | დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
გადაცემის წაყვანის უფლების შეჩერება
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, რომელიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ეთერს ჩამოაშორეს
2025 წლის 23 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემის წამყვანმა, ანი ჯობავამ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ტელეკომპანიაში გადაცემის წაყვანის უფლებას არ აძლევენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო პროკურატურით ემუქრება თანამშრომლებს, რომლებიც არხის პოლიტიკას აკრიტიკებენ
2025 წლის 21 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა, საბჭოს სხდომაზე, პროკურატურას მიმართრეს დაინტერესდეს არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილისა და კახა მელიქიძის საქმიანობით,
„აჭარა თაიმსის“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ
2025 წლის 20 მარტს, ქალაქ ბათუმში "აჭარა თაიმსის” დირექტორს - სულხან მესხიძეს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ ჟურნალისტს, ლია ტოკლიკიშვილს, რომლებიც სამშენებლო უსაფრთხოების საკითხების გაშუქებას ცდილობდნენ, "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ.
“TV პირველის” ჟურნალისტები მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა
მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ არ მიეცათ პროცესზე ფოტოგადაღების უფლება. მათ ეს კანონის დაცვით, ოფიციალური განცხადებით ჰქონდათ მოთხოვნილი.