ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 10.10.2025
  • ბათუმი
  • პარტია "ქართული ოცნება"
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“ქართული ოცნების” მორიგი თავდასხმა “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელზე, მზია ამაღლობელზე

2025 წლის 10 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” “ბათუმელები”/”ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, პატიმარი მზია ამაღლობელი მოძალადედ და “დიფსთეითის დავალებების შემსრულებლად” მოიხსენია. “ქართული ოცნების” ეს განცხადება მზია ამაღლობელისთვის IPI-IMS-ის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემას მოჰყვა. 
  • 10.10.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
შრომითი უფლებები შრომითი უფლების შეზღუდვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი

2025 წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ყოფილი თანამშრომლის, გადაცემა “მოამბის” წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი.  ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლოში მისი სამსახურიდან გათავისუფლება გაასაჩივრა.
  • 09.10.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის საქმიანობის შეწყვეტა სამართლებრივი ინციდენტები სიტყვიერი გაფრთხილება

კომუნიკაციების კომისიამ მედიის მიმართ ახალი რეგულაციების  აღსრულება დაიწყო

2025 წლის 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
  • 05.10.2025
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიაPOSTV
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

სახელისუფლებო, პროპაგანდისტული ტელევიზია POSTV აგრძელებს დამოუკიდებელი მედიების დისკრედიტაციას

2025 წლის 5 ოქტომბერს, “ქართულ ოცნებასთან” აფილირებულმა, პროპაგანდისტულმა ტელევიზიამ POSTV, დამოუკიდებელი ონლაინ მედიები -  “ნეტგაზეთი”, “პუბლიკა” და “ტაბულა” და ტელევიზიები “TV პირველი” და “ფორმულა”, “ნაცმოძრაობის პროპაგანდისტულ მედიებად” მოიხსენია.
  • 05.10.2025
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიაPOSTV
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

სახელისუფლებო, პროპაგანდისტული ტელევიზია POSTV ჟურნალისტ თეა ადეიშვილს “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენიებს

2025 წლის 5 ოქტომბერს, პროპაგანდისტულმა ტელევიზია POSTV-მ “TV პირველის” ჟურნალისტი - თეა ადეიშვილი - “ნაცების პროპაგანდისტად” მოიხსენია.   “მე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის შთამომავალი ვარ” - თეა ადეიშვილის მიერ, საარჩევნო ეთერში ნახსენები ეს ფრაზა, POTSV-ს კონტექსტის გარეშე აქვს დატანილი ქარდზე, თეა ადეიშვილის რეგალიად კი უწერია - “ნაცების პროპაგანდისტი თეა ადეიშვილი”.
  • 05.10.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ცენზურა

შსს-ს განცხადება საფრთხეს უქმნის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას

5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4 ოქტომბრის შეკრება „მიზნად ხელისუფლების დამხობას ისახავდა“ და „მალევე მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი“, რის შემდეგაც სამინისტრომ „პროპორციული ზომები“ მიიღო. უწყების თქმით, „გუშინდელი მოვლენებიდან გამომდინარე“, 5 ოქტომბრიდან ნებისმიერი შეკრება ჩაითვლება „დამხობის მცდელობის გაგრძელებად“ და სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად“.
  • 04.10.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური დაზიანება ფიზიკური ძალადობა

4 ოქტომბრის აქციაზე ორჯერ დაშავდა TV პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა.
  • 04.10.2025
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური დაზიანება ფიზიკური ძალადობა

4 ოქტომბრის აქციაზე დაშავდა “მოამბის” გადამღები ჯგუფი

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ.
  • 04.10.2025
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის დაზიანება

“პროექტ 64”-ის გუნდმა, 4 ოქტომბრის აქციაზე, დრონზე კონტროლი დაკარგა

პროექტ 64”-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კამერა პარლამენტის მიმდებარედ იღებდა კადრებს, რა დროსაც, მოულოდნელად კამერამ უცნაურად დაიწყო ფრენა, მან კი კონტროლი დაკარგა.
  • 04.10.2025
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა თავდასხმა საკუთრებაზე მუშაობაში ხელშეშლა ტექნიკის დაზიანება

4 ოქტომბრის აქციაზე “ნეტგაზეთმა” დრონი დაკარგა

2025 წლის 4 ოქტობრის აქციაზე, გამოცემა „ნეტგაზეთმა" საჰაერო გადაღების კამერა დაკარგა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დრონი რუსთაველის გამზირზე დაკარგეს. “ნეტგაზეთის", ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების დრონები, სავარაუდოდ, საგანგებოდ ჩამოაგდეს რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონტრაციის გადაღებას ვცდილობდით,” - ნათქვამია გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ