ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 06.08.2025
  • ბათუმი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაკავება/დაპატიმრება სამართლებრივი ინციდენტები

გამოცემების “ბათუმელებისა” და ”ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
  • 03.08.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

საქართველოში კიდევ ერთი ფრანგი ფოტოჟურნალისტი არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესქტო აქციებს აშუქებდა.
  • 30.07.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამსახურიდან გათავისუფლება შრომითი უფლებები

ორი პროექტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი რუბრიკაც დახურა

2025 წლის 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე აღოარ გავა აღარც რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან”.
  • 30.07.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა მუშაობაში ხელშეშლა

სასამართლოში გადაღების აკრძალვის შემდეგ, პირველად, გადაღების უფლება პროსახელისუფლებო მედიებს მისცეს

“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა  ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაიღონ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი.
  • 29.07.2025
  • თბილისი
  • კერძო კომპანია
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
SLAPP სარჩელი სამართლებრივი ინციდენტები

“ქართუ ბანკი” “TV პირველს” სასამართლოში უჩივის

„ქართუ ბანკი“, რომლის 35%-იან წილს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი, ფლობს “TV პირველს” ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მოითხოვს არხმა ბანკი არ მოიხსენიოს როგორც  “ივანიშვილის” ან “ოლიგარქის” ბანკი.
  • 29.07.2025
  • გორი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა ვერბალური თავდასხმა მუშაობაში ხელშეშლა სიტყვიერი შეურაცხყოფა

გორის პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა 

2025 წლის 29 ივლისს, გორის პოლიციის თანამშრომელმა იოსებ გაგნიძემ, ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს, რომელიც გორში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გადაღებას ცდილობდა, აგრესიულად მიმართა და საქმიანობაში ხელი შეუშალა.
  • 25.07.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამსახურიდან გათავისუფლება შრომითი უფლებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კიდევ ორი  პროექტი დახურა და სამსახურიდან გაათავისუფლა შვიდი ჟურნალისტი

2025 წლის 25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხურავს გადაცემას "ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს - პროდუსერებს, ჟურნალისტებსა და გადაცემის წამყვანებს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცნობა, რომ მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.
  • 22.07.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა მუშაობაში ხელშეშლა ფიზიკური ძალადობა

„პუბლიკის” რედაქტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის უფროსი კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა

2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.
  • 21.07.2025
  • ბათუმი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო

2025 წლის 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოცემა “ბათუმელების”  ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა.
  • 20.07.2025
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო/პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედი” აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და გამოცემების დისკრედიტაციას

“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია “იმედმა” , კვირის შემაჯამებელ თოქ-შოუში “იმედის კვირა”, გააკრიტიკა ტელეკომპანია Al Jazeera-ს რეპორტაჟი საქართველოს შესახებ და ქართული დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიები და ჟურნალისტები პოლიტიკურად ანგაჟირებულებად მოიხსენია.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ