ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 10.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
შრომითი უფლებები შრომითი უფლების შეზღუდვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტის, “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი, რომლითაც ის მის გათავისუფლებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. 
  • 09.02.2026
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დაშინება/მუქარა ვერბალური თავდასხმა

ჟურნალისტებს – მინდია გაბაძესა და მარიამ ნიკურაძეს უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა

2026 წლის 9 თებერვალის ღამეს, თბილისში მიმდინარე საპროტესო აქციის დასრულების შემდეგ, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს  - გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტს  მინდია გაბაძესა და OC.Media-ს დამფუძნებელს, მარიამ ნიკურაძეს, უცნობი პირი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
  • 06.02.2026
  • თბილისი
  • პარტია "ქართული ოცნება"
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს  და მის დისკრედიტაციას ახდენს 

ჟურნალისტის შესახებ ვრცელი, შეურაცხმყოფელი პოსტი და ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოფაბრიკაცია, სადაც ჟორჟოლიანი თითქოსდა ამერიკელ ფინანსისტთან, პედოფილიაში მსჯავრდებულ ეპსტეინთან ერთადაა,  თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ პოსტით წულუკიანი გამოეხმაურა სასამართლო დავის დასრულებას, რომელიც მას ნანუკა ჟორჟოლიანთან ჰქონდა. 
  • 06.02.2026
  • თბილისი
  • პარტია "ქართული ოცნება" | პრემიერ მინისტრი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“ქართული ოცნება” და  მისი მხარდამჭერი მედიები დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკის” დისკრედიტაციას ახდენენ  

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, და თბილისის მერი, კახი კალაძე, გამოცემა “პუბლიკისთვის” ევროკავშირის პრიზის მინიჭების ფაქტისა და გამოცემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მათ ნარატივს იმეორებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მედიები, მათ შორის ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2”  და POSTV”
  • 06.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო

“ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისთვის Facebook-ზე „მონას“ წოდებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “TV პირველის” ჟურნალისტ, ტელეწამყვან ვიკა ბუკიასთვის დაკისრებული 4000-ლარიანი ჯარიმა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
  • 02.02.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლების”  დისკრედიტაციას ეწევა

2026 წლის 2 თებერვალს, პროსახელისუფლებო “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
  • 02.02.2026
  • გორი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
პერსონალური ინფორმაცია

ოკუპირებული ცხინვალის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა” “ამერიკის ხმის” ყოფილი ჟურნალისტის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა

2026 წლის 2 თებერვალს, უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება ცხინვალელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას, და რომ იგი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის - “ამერიკის ხმისთვის“.
  • 02.02.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა საჯარო შეხვედრაზე არდაშვება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური საბჭოს სხდომის გასაშუქებლად, მედია არ შეუშვეს

2026 წლის 2 თებერვალს, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველ კორპუსში, სადაც აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების საკითხი განიხილებოდა.
  • 29.01.2026
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
  • 28.01.2026
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო/პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი”
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია ვერბალური თავდასხმა

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი” “TV პირველის” და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციას ცდილობს

28 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერიტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ერთ ფოტოზე იყო ნაჩვენები “ტვ პირველის” ჟურნალისტი და პროდიუსერი ნოდარ მელაძე. ტელეკომპანია “იმედმა” “ტვ პირველი” ცრუ პროპაგანდაში დაადანაშაულა და “პროგაპანდის ინსტრუმენტი” უწოდა. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ