სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი “TV პირველის” ჟურნალისტს კიდევ ერთელ დაემუქრა
2025 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო კორპორაცია "საქრუსენეგოს" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი, თეა გაბადაძე “TV პირველის” საავტორო გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, სოციალურ ქსელში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.
31 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თბილისის საკრებულოდან - ოთარ ჩრდილელმა, ტელეკომპანია “ფორმულას” და “პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთი თანამშრომელი ნიკა პატარაია დააკავეს
2025 წლის 25 ოქტომბერს, დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი ნიკა პატარაია. სასამართლომ პატარაიას გზის გადაკეტვისთვის 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
25 ოქტომბერს, კახა მელიქიძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისომა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არხისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო და ნოემბრის თვის ხელფასის 30%-ით დაექვითება.
“ნეტგაზეთის” დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ
25 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კვლავ სცადა “ნეტგაზეთის” დისკრედიტაცია. შალვა პაპუაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში “ნეტგაზეთი” “ტერორისტების მხარდამჭერ პროპაგანდისტული მედიად” მოიხსენია.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს მწერალი და “ფორმულას” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ზვიად კვარაცხელია
2025 წლის 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ზვიად კვარაცხელია - მწერალი და გამომცემელი, „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი. სასამართლომ ზვიად კვარაცხელიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა
2025 წლის 24 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მას, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.