ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 26.08.2025
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
შრომითი უფლებები დისციპლინური სანქცია

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გიგა კიტიას ხელფასი საჯარო გამოსვლისთვის დაუქვითა

2025 წლის 26 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორი, გიგა კიტია, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო, არხისთვის “რეპუტაციული ზიანის” მიყენებაში დაადანაშაულა და სექტემბრის თვის ხელფასიდან 30 პროცენტი დაუქვითა.
  • 11.08.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სამართლებრივი დევნა

ანტიკორუფციული ბიურო “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრ ორგანიზაციებს გრანტების შესახებ ინფორმაციას სთხოვს

2025 წლის 11 აგვისტოს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომელთაგან ოთხი  “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრია, ანტიკორუფციული ბიუროსგან მორიგი წერილი მიიღეს, რომელშიც “FARA”-ს დარღვევას ედავებიან. აღნიშნული  ორგანიზაციებია: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "მედიის განვითარების ფონდი" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]". 
  • 06.08.2025
  • ბათუმი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები დაკავება/დაპატიმრება

გამოცემების “ბათუმელებისა” და ”ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
  • 03.08.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

საქართველოში კიდევ ერთი ფრანგი ფოტოჟურნალისტი არ შემოუშვეს

საქართველოში არ შემოუშვეს ფრანგი ფოტოგრაფი ჰიშამ ელ ბოუჰმიდი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესქტო აქციებს აშუქებდა.
  • 30.07.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ირიბი ზეწოლა („chilling effect") სამსახურიდან გათავისუფლება · შრომითი უფლებები

ორი პროექტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ერთი რუბრიკაც დახურა

2025 წლის 30 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოდგომის სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე აღოარ გავა აღარც რუბრიკა “ადამიანები ისტორიიდან”.
  • 30.07.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა

სასამართლოში გადაღების აკრძალვის შემდეგ, პირველად, გადაღების უფლება პროსახელისუფლებო მედიებს მისცეს

“ქართული ოცნების” მიერ კონტროლირებულმა  ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს უფლება გადაიღონ ბიძინა ივანიშვილის “პირად პატიმრად” მიჩნეული ბიზნესმენის, გიორგი ბაჩიაშვილის, სასამართლო პროცესი.
  • 29.07.2025
  • თბილისი
  • კერძო კომპანია
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები SLAPP სარჩელი

“ქართუ ბანკი” “TV პირველს” სასამართლოში უჩივის

„ქართუ ბანკი“, რომლის 35%-იან წილს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შვილი, უტა ივანიშვილი, ფლობს “TV პირველს” ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის. მოსარჩელე მოითხოვს არხმა ბანკი არ მოიხსენიოს როგორც  “ივანიშვილის” ან “ოლიგარქის” ბანკი.
  • 29.07.2025
  • გორი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

გორის პოლიციის თანამშრომელმა ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა 

2025 წლის 29 ივლისს, გორის პოლიციის თანამშრომელმა იოსებ გაგნიძემ, ჟურნალისტ გიორგი ახალკაცს, რომელიც გორში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობის გადაღებას ცდილობდა, აგრესიულად მიმართა და საქმიანობაში ხელი შეუშალა.
  • 25.07.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ირიბი ზეწოლა („chilling effect") სამსახურიდან გათავისუფლება · შრომითი უფლებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კიდევ ორი  პროექტი დახურა და სამსახურიდან გაათავისუფლა შვიდი ჟურნალისტი

2025 წლის 25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხურავს გადაცემას "ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს - პროდუსერებს, ჟურნალისტებსა და გადაცემის წამყვანებს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცნობა, რომ მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.
  • 22.07.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · ფიზიკური ძალადობა

„პუბლიკის” რედაქტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის უფროსი კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა

2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ