ავტობუსის მძღოლი დაუპირისპირდა აქტივისტებსა და ფოტოგრაფ პაატა ვარდანაშვილს
2025 წლის 7 ივნისს, ჭანტურიას ქუჩაზე, დამოუკიდებელი ფოტოგრაფი პაატა ვარდანაშვილი აშუქებდა აქცია-პერფორმანსს, რომლის დროსაც აქტივისტთა ნაწილი ზებრაზე უწყვეტი სიარულით გამოხატავდა პროტესტს
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამჯერად გამოცემა “ტაბულას” დისკრედიტაციას ცდილობს
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ონლაინ გამოცემა “ტაბულას” “ექსტრემისტულ გამოცემას” და “პარტიულ კედლის გაზეთს” უწოდებს. პაპუაშვილის ეს განცხადებები მოჰყვა ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საელჩომ, “ქართული ოცნების” მიერ გრანტებთან დაკავშირებული პროცედურების გაჭიანურების გამო, საარჩევნო მონიტორინგისთვის განკუთვნილი გრანტები გააუქმა. ამ საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული იყო “ტაბულა”, რომელსაც უნდა მიეღო 50 000 ფუნტი ამომრჩეველთა ინფორმირებისათვის.
“ქართული ოცნების” მიერ მედიის წინააღმდეგ მიღებული კანონი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” [FARA]
ახალი კანონით, შემოდის ტერმინი “უცხოური პრინციპალის აგენტი”. ასეთი კი, კანონის განმარტებით, შეიძლება იყოს მათ შორის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც “უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს”.
ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს
2025 წლის 11 ივნისს ფრანგი ფოტოგრაფი მარილიზ ვინიო საქართველოში არ შემოუშვეს. იგი ვენიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. მისი ინფორმაციით, პასპორტში ჯერ ჩაურტყეს ბეჭედი, მაგრამ, შემდეგ საბუთები აღარ დაუბრუნეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. კითხვები მისი მარშრუტს შეეხებოდა. სამსაათიანი ლოდინის შემდეგ, მკაფიო განმარტების გარეშე, უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე და მიზეზად დაუსახელეს "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები".
“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “ევრონიუსის” ჟურნალისტი დავით კეკენაძე დააჯარიმეს
დავით კეკენაძე, საერთაშორისო მედიაკორპორაციის, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარით დააჯარიმა. პოლიცია მას 3 იანვარს გამართულ პროევროპულ აქციაზე გზის გადაკეტვას ედავება.
2024 წლის 10 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ედავება პოლიცია.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს ეკა ქევანიშვილს, პოლიცია გზის “ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავება რუსთაველის გამზირზე, 22 იანვარს. იმ დღეს, ქევანიშვილი ოპერატორთან ერთად ვიდეოს იღებდა.
მედია “აპრილის” ფოტოკორესპონდენტს, ვახო ქარელს შსს „უკანონოდ გზის გადაკეტვას“ ედავება. შსს-ს წარმომადგენლის თქმით, “დადგენილი ფაქტია”, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე