“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ თავს ესხმის და რეაგირებით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს
2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.
„უდოს კომისიამ“ უარი თქვა მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე
„უდოს კომისიამ“ (სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივი საბჭო) უარი თქვა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა POSTV-ს ცილისწამებისთვის უჩივლეს, იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ისინი “Coca-Cola”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონიასგან, 30 000 დოლარს იღებდნენ ხელფასის სახით.
პროსამთავრობო “POSTV”- ის გადაცემების წამყვანი ლიზა გეგეჭკორი, ჟურნალისტ მაკა ანდრონიკაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს
რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო ბრიტანეთისგან სანქცირებული, პროსამთავრობო “POSTV”-ის წამყვანი ლიზა გეგეჭკორი, “TV პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტის, მაკა ანდრონიკაშვილის დისკრედიტაციას ცდილობს. “ქართული ოცნებასთან” დაახლოებული პირი ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს მაკა ანდრონიკაშვილს გვარი აქვს გადაკეთებული:
პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს
რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო ბრიტანეთისგან სანქცირებული, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი და საავტორო გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი, “TV პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას დაკნინებას ცდილობს გეოგრაფიული ნიშნით.
“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს
პარტია “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი სახელწოდებით “მედია”, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს. 1-ელ აპრილს გვერდზე გამოქვეყნდა პოსტერი, რომელზეც გამოსახული არიან “TV პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები, ტექსტად კი პოსტერს აწერია - “გილოცავთ პროფესიულ დღეს 1 აპრილს”. (1 აპრილი, ქართულ საზოგადოებაში - ტყუილთან არის ასოცირებული, სიცრუის დღედ ითვლება).
გამოცემა „მთის ამბების”გადამღებ ჯგუფს მუშაობის უფლება არ მისცეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ
ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში, მუშაობისას ხელიუკანონოდ შეუშალეს, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.
“ნეტგაზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS მისი ორჯერ დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შსს-მ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” ქეთი ხუციშვილი ჯამში 10,000 ლარით დააჯარიმა.
“ტროტუარზე დგომის” და “გზის გადაკეტვის” საქმეები “რადიო თავისუფლების” ოპერატორის წინააღმდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საფუძვლით 2025 წლის 4 სექტემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. ხიდაშელმა ჯარიმა გაასაჩივრა.
ფრანგ ფოტოგრაფ ფრანსის პრიმერსკის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს
ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. ფოტოგრაფი ხშირად აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს.