პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური “ბათუმელებისგან” წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს
2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.
IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს
2024 წლის 26 ოქტომბერს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა.
ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა ქუთაისის საარჩევნო უბნებზე
ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, მარი წაქაძეს და ოპერატორს, ბექა ქორჩილავას, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.
ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა მარნეულის საარჩევნო უბნებზე
2024 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, მარნეულის საარჩევნო უბნებზე.
ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე “Aliq Media”-ს ჟურნალისტების დისკრედიტაცია სცადეს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე მომუშავე "Aliq Media"-ს ჟურნალისტებს არაერთხელ შეუშალეს ხელი.
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავის 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. ინციდენტი მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.