"ინდიგოს ჟურნალისტი საბა სორდია უკანონოდაა დაკავებული. ის დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და გახსნა ჩანთა, მიაწოდა პირადობა. როდესაც ჩანთის უკანა ჯიბის გახსნა სცადეს, საბამ უთხრათ, რომ თავად გახსნიდა. ეს ჩათვალეს დაუმორჩილებლობად და გადაიყვანეს განყოფილებაში და მალევე - იზოლატორში"
სამართლებრივი ინციდენტები→მედიის შემზღუდავი კანონი
“ქართულმა ოცნებამ” დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი კანონები მიიღო
“ქართული ოცნების” პარლამენტმა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დაჩქარებული წესით ახალი, შემზღუდავი კანონები მიღო. ესენია, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“ [FARA] და ცვლილებები “მაუწყებლობის” და “გრანტების შესახებ” კანონებში. აღნიშნული კანონები მიღებულია რეპრესიების და ძალადობის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს აქტივისტებისა და მედიის წინააღმდეგ.
სამართლებრივი ინციდენტები→მედიის შემზღუდავი კანონი
“ქართული ოცნების” მიერ მედიის წინააღმდეგ მიღებული კანონი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი” [FARA]
ახალი კანონით, შემოდის ტერმინი “უცხოური პრინციპალის აგენტი”. ასეთი კი, კანონის განმარტებით, შეიძლება იყოს მათ შორის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც “უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს”.
საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა ხელი ჰკრეს მედია “აპრილის” ჟურნალისტს
2025 წლის 28 მარტს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ონლაინ მედია “აპრილის” ჟურნალისტს პოლიციელებმა ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი “ტვ იმედი” საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ ჟურნალისტების – ნინო ზაუტაშვილის და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, დისკრედიტაციას ახორციელებს
მუშაობაში ხელშეშლა→ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება
“Tok TV-სა და “სამხრეთის კარიბჭეს” ჟურნალისტები არ დაუშვეს ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე
ადგილზე მისულ “სამხრეთის კარიბჭესა” და “TOK TV”-ის ჟურნალისტებს საჯარო დაწესებულებაში შესვლის აკრძალვის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ სხდომა უკვე დაწყებული იყო.