მუშაობაში ხელშეშლა→გადაღების აკრძალვა · ვერბალური თავდასხმა→სიტყვიერი შეურაცხყოფა · ფიზიკური ძალადობა
“TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
“TV პირველის” ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიას თბილისის მერიის ორგანიზებულ საშობაო სოფელში, გადაღების დროს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა→გადაღების აკრძალვა · სამართლებრივი ინციდენტები→დაკავება/დაპატიმრება | ფინანსური ჯარიმა · ვერბალური თავდასხმა→სიტყვიერი შეურაცხყოფა · თავდასხმა საკუთრებაზე→ტექნიკის დაზიანება | ტექნიკის ჩამორთმევა · ფიზიკური დაზიანება · ფიზიკური ძალადობა
28 ნოემბრიდან დღემდე, აქციების გაშუქებისას, მედიის წარმომადგენლების დაშავების, დაკავების და მუშაობაში ხელშეშლის 97 შემთხვევა დაფიქსირდა [განახლებადი]
ამ ალერთში მუდმივად ახლდება მონაცემები - მედიის რამდენ წარმომადგენელი დააკავეს, მიაყენეს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს ტექნიკა ან შეუშალეს ხელი მუშაობაში საქართველოს ქალაქებში მიმდინარე აქციების გაშუქებისას
2024 წლის 17 დეკემბერს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს ნანუკა ქაჯაიასა და ოპერატორს ნიკო კოკაიას, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა დაუდგენელმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უბრუნებს მედიას აქციების გაშუქების დროს ჩამორთმეულ ტექნიკას
შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ უბრუნებს იმ ტექნიკას, რაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თბილისში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს ჩამოართვეს. ტექნიკის დაბრუნებას ელოდებიან შემდეგი მედიასაშუალებები: ონლაინ გამოცემა “პუბლიკა”, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” და “TV პირველი”.
მუშაობაში ხელშეშლა→ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება | საჯარო შეხვედრაზე არდაშვება
პარლამენტმა მედიასაშუალებებს პრეზიდენტის არჩევის პროცესის გაშუქება შეუზღუდა
2024 წლის 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევის პროცესს, რომელიც პარლამენტის შენობაში იმართება, მედია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მას სპეციალური საშვი ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.