ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 14.12.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება | საჯარო შეხვედრაზე არდაშვება

პარლამენტმა მედიასაშუალებებს პრეზიდენტის არჩევის პროცესის გაშუქება შეუზღუდა

2024 წლის 14 დეკემბერს, პრეზიდენტის არჩევის პროცესს, რომელიც პარლამენტის შენობაში იმართება, მედია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მას სპეციალური საშვი ექნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 
  • 13.12.2024
  • ქუთაისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
პერსონალური ინფორმაცია პერსონალური მონაცემების გამოთხოვა

სპეციალური  საგამოძიებო სამსახური “ქუთაისიპოსტისგან”  ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს

2024 წლის 13 დეკემბერს,  ონლაინ გამოცემა "ქუთაისიპოსტმა” მიიღო წერილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, რომლითაც, უწყება ითხოვს იმ ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც 28 ნოემბერს, ქუთაისში, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან გამართულ   აქციას აშუქებდნენ. 
  • 12.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები დაკავება/დაპატიმრება

ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი დააკავეს

2024 წლის 12 დეკემბერს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი დააკავეს თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე. სასამართლომ მას შვიდდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
  • 08.12.2024
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა | სიტყვიერი შეურაცხყოფა

კრიტიკული კითხვების გამო პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტს ბრიფინგიდან გაძევებით დაემუქრა

2024 წლის 8 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვების დასმის გამო პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე “BMG”-ს ჟურნალისტს და რედაქტორს, თელარა გელანტიას შეურაცხმყოფელი ლექსიკით მიმართავდა და პრესკონფერენციიდან გაძევებით ემუქრებოდა.
  • 07.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა · თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის დაზიანება · ფიზიკური ძალადობა

6-7 დეკემბრის ღამეს საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 6  წარმომადგენელს

2024 წლის 6-7 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5  წარმომადგენელს. 
  • 07.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური დაზიანება · ფიზიკური ძალადობა

“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში მუშაობდა. ისინი აშუქებდნენ როგორ უსაფრდებოდნენ და ესხმოდნენ უცნობი პირები თავს მოქალაქეებს.
  • 06.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · ფიზიკური ძალადობა

5-6 დეკემბერს მუშაობაში ხელი შეუშალეს ორ ჟურნალისტს, ერთსკი ფიზიკურად გაუსწორდნენ

28 ნოემბრიდან, მასშტაბური აქციების დაწყებიდან დღემდე, 6 დეკემბრამდე, დაფიქსირებულია მედიის წარმომადგენლების დაკავების, დაშავების და მუშაობაში ხელშეშლის 83 შემთხვევა
  • 04.12.2024
  • თბილისი
  • დაუდგენელი | სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა · თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის დაზიანება · ფიზიკური დაზიანება · ფიზიკური ძალადობა

3-4 დეკემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5 წარმომადგენელს

2024 წლის 3-4 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 5  წარმომადგენელს.
  • 02.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის დაზიანება | ტექნიკის ჩამორთმევა · ფიზიკური დაზიანება

2 დეკემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს

2024 წლის 2-3 დეკემბრის ღამეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 7 წარმომადგენელს.
  • 01.12.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · სამართლებრივი ინციდენტები დაკავება/დაპატიმრება · ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა · თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის დაზიანება · ფიზიკური დაზიანება · ფიზიკური ძალადობა

პირველი დეკემბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, დაშავდა და მუშაობაში შეეშალა ხელი მედიის 11 წარმომადგენელს

2024 წლის 2 დეკემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა სხვადასხვა მედიის 10 წარმომადგენელი.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ