ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 10.11.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

“გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი დააჯარიმეს

2024 წლის 10 ნოემბერს “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, სალომე ჩადუნელს “დაიტოვეს” მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო ედავება პოლიცია. 
  • 05.11.2024
  • ბათუმი
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
პერსონალური ინფორმაცია წყაროს გამხელის მოთხოვნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური “ბათუმელებისგან” წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს

2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე.
  • 26.10.2024
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა

IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს

2024 წლის 26 ოქტომბერს IFJGlobal-ის ჟურნალისტი სტეფან გოსი საქართველოში არ შემოუშვეს. შვეიცარელი ჟურნალისტი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მოემგზავრებოდა.
  • 26.10.2024
  • ქუთაისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | დაუდგენელი | კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა | სიტყვიერი შეურაცხყოფა · მუშაობაში ხელშეშლა საარჩევნო უბნიდან გაძევება · თავდასხმა საკუთრებაზე · ფიზიკური ძალადობა

ჟურნალისტებისთვის ხელშეშლა ქუთაისის საარჩევნო უბნებზე

ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტს, მარი წაქაძეს და ოპერატორს, ბექა ქორჩილავას, ქუთაისის 49-ე საარჩევნო უბანზე  საარჩევნო კომისიის წევრებმა ოქმი შეუდგინეს და საარჩევნო უბნიდან გააძევეს. უბნის საარჩევნო კომისიის წევრის თქმით, ჟურნალისტი მათ ხელს უშლიდა მუშაობაში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
  • 26.10.2024
  • გორი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა | სიტყვიერი შეურაცხყოფა · მუშაობაში ხელშეშლა საარჩევნო უბნიდან გაძევება

ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.
  • 26.10.2024
  • მარნეული
  • ადმინისტრაციული ორგანო | კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა | საარჩევნო უბნიდან გაძევება · ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია | სიტყვიერი შეურაცხყოფა

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა მარნეულის საარჩევნო უბნებზე

2024 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში, მარნეულის საარჩევნო უბნებზე.
  • 26.10.2024
  • ახალქალაქი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა

ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე “Aliq Media”-ს ჟურნალისტების დისკრედიტაცია სცადეს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე მომუშავე "Aliq Media"-ს ჟურნალისტებს არაერთხელ შეუშალეს ხელი.
  • 26.10.2024
  • რუსთავი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავის 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს, დავით მჭედლიძეს, რუსთავში, 33-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტელეფონის წართმევა სცადეს. ინციდენტი მოჰყვა ჟურნალისტის მცდელობას დაეფიქსირებინა უბნის მიმდებარედ მყოფი არაიდენტიფიცირებადი პირები, რომლებიც, სავარაუდოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ.
  • 26.10.2024
  • ახმეტა | ბოდბე | თელავი | ლაგოდეხი
  • კერძო პირი | საჯარო მოხელე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა · ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა · თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის დაზიანება | ტექნიკის ჩამორთმევა · ფიზიკური ძალადობა

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები კახეთის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 16 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მედიის წარმომადგენლების მიმართ არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი კახეთის საარჩევნო უბნებზე.
  • 26.10.2024
  • ბათუმი
  • კერძო პირი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება | გადაღების აკრძალვა · ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა · თვალთვალი

გადაღების აკრძალვა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უბნიდან გამოძევება, თვალთვალი – ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ აჭარაში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მძიმე სამუშაო გარემო იყო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც, ბათუმის საარჩევნო უბნებზე
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ