ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 06.03.2026
  • თბილისი
  • კომუნიკაციების კომისია
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა

კომუნიკაციების კომისია აანონსებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს პრაქტიკაში აამოქმედებს 

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან - 9 მარტიდან,  პრაქტიკაში აამოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებს.
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სამართლებრივი დევნა

“ტაბულას” ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის გადაკეტვას” ედავება მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ონლაინ გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება. საუბარია 2026 წლის 7 თებერვალს მიმდინარე აქციაზე, როდესაც მარიამ კუპრავა ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა - იგი “შაბათის მარშს” აშუქებდა. "მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს", - წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სამართლებრივი დევნა

ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის გადაკეტვას” ედავება მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება. საუბარია 2025 წლის 18 დეკემბრის აქციაზე, სადაც ფოტოგრაფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სამართლებრივი დევნა

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს  სამართალდამცავები  “გზის გადაკეტვას” ედავებიან

ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება. საუბარია 2026 წლის 31 იანვარს გამართულ “შაბათის მარშის” აქციაზე, სადაც მარიამ ძიძარია  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა. 
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

თბილისის მერი “TV პირველის’ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელად მიმართავს

2026 წლის 6 მარტს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “TV პირველის” ჟურნალისტს ლიკა ჯანყარაშვილს შეურაცხმყოფელად მიმართა. “მოემზადეთ, ნუ მოხვალთ ეგეთი მოუმზადებელი, ორიანს გიწერთ”, - ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა მიეღო პასუხი შეკითხვაზე, რა გააკეთა  “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
  • 04.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | პარტია "ქართული ოცნება"
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები მედიის შემზღუდავი კანონი · ცენზურა

“ქართულმა ოცნებამ” უცხოურ დაფინანსებასა და „ხელისუფლების არაღიარებასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

2026 წლის 28 იანვარსა და 16 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხებოდა „გრანტების შესახებ“ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს. 4 მარტს, ქართულმა ოცნებამ, პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. 
  • 04.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები დაკავება/დაპატიმრება | სამართლებრივი დევნა

უზენაესმა სასამართლომ, ,,ბათუმელებისა”და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

2026 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გამოცემების, ,,ბათუმელებისა” და” ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა, ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ნაბიჯით, საქართველოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში. 
  • 04.03.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "POSTV" | პროსამთავრობო “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა Denial of access to a public meeting · ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

პროსამთავრობო არხები “იმედი”, “რუსთავი 2” და “POSTV” დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას და სტიგმატიზებას ახდენენ

პროსამთავრობო ტელევიზიები -  “იმედი”, “რუსთავი 2” და “POSTV”   დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს - “ნეტგაზეთს”, “პუბლიკასა” და “On.ge”-ს ანტიქართულ მედიებად მოიხსენიებენ და მათ დისკრედიტაციასა და სტიგმატიზებას ახდენენ იმის გამო, რომ აღნიშნული მედიები მაღალჩინოსნებს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად იხსენიებენ.
  • 04.03.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "POSTV"
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძის დისკრედიტაციას ცდილობს 

“ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, პროსამთავრობო არხის, ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძეს სექსისტური ეპითეტით მიმართავს და მის დამცირებას ცდილობს. 
  • 02.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა

სასამართლოში გადაღების მოთხოვნით გაგზავნილ წერილებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეაგირების გარეშე ტოვებს

მას შემდეგ, რაც გასული, 2025 წლის წლის ივნისში მიღებული ცვლილებებით, მედიას აეკრძალა სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გადაღების ნებართვის მისაღებად, თუმცა, უშედეგოდ.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ