2024 წლის 17 სექტემბერს, პარლამენტმა მიიღო ანტი-ლგბტქ+ კანონი, რომელიც შეზღუდვებს მედიასაც უწესებს. ცვლილებები შევიდა “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონშიც.
ანტი-ლგბტქ+ კანონში გაჩნდა განმარტება ტერმინ “პოპულარიზაციასთან” დაკავშირებით.
ამ განმარტების მიხედვით, „პოპულარიზაცია არის ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია/ქმედება, რომელიც მიმართულია ადამიანის არცერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობების ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, თუ ობიექტური დამკვირვებლის აზრით, აღნიშნული ინფორმაცია/ქმედება ადამიანის არც ერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნებას ან/და თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობას ან ინცესტს მისაბაძად წარმოაჩენს“.
ცვლილებები შევიდა ასევე “მაუწყებლობის შესახებ” კანონშიც.
მედია “აპრილის” თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე “მედიაჩეკერთან” საუბრობს, მედიის მიმართ დაწესებულ შეზღდვებზე:
“ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს, რომ ამ ჩანაწერის შედეგად, ჩვენ მივიღებთ დაცენზურებულ ფილმებს, სერიალებს, გადაცემებს და ლიტერატურას. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ნაწარმოებს შეეხება ეს ჩანაწერი და იქნება ჩვეულებრივი ცენზურა, როგორც ეს იყო და არის რუსეთში” – აცხადებს ხატია ღოღობერიძე.
https://matsne.gov.ge/en/document/view/6283110?impose=original&publication=0
https://www.radiotavisupleba.ge/a/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%92%e1%83%91%e1%83%a2-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%a6%e1%83%a3%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%94-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%aa%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%90/33102646.html