საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს “ფორმულას” კიდევ ერთი ჟურნალისტი ცირა ჟვანია
სამშაბათს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის გამო, დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. ტელეკომპანიის განცხადებით, მას სახლთან ორი პოლიციელი დახვდა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის “საზოგადოებრივი მუწყებლის” ყოფილი ჟურნალისტი – ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი – დააკავეს
2025 21 ოქტომბერს, სავარაუდოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია მისი მეუღლეც. მას მოსამართლემ 5, 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 2025 გაზაფხულზე. ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი” საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გაათავისუფლეს მაუწყებლის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
ორშაბათს, 20 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამავე ბრალდებით 19 ოქტომბერს დააკავეს ჟურანილსტი ვახო სანაია და მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია
19 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. მას გზის გადაკეტვას ედავებიან, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვამ მუშაობაში ხელი შეუშალა
17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაცვის თანამშრომლებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას კიდევ უფრო ზღუდავს
16 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით, ორ დღეში მიიღო მორიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე მოქალაქეების მიმართ და მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
„აჭარა თაიმსის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო
15 ოქტომბერს, “აჭარა თაიმსის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, სულხან მესხიძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მან მუქარისა და შეურაცხმყოფელი შინაარსის შემცველი შეტყობინება მიიღო. მესხიძის განცხადებით, შეტყობინება შეეხო მას და მის ოჯახის წევრებს.