ონლაინ მედია “პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” 10 000 ლარით ორჯერ დააჯარიმეს.მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციამ 2025 წლის 3 თებერვალს შეადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს ედავებოდა, რომ 3 თებერვალს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, „გზა ხელოვნურად გადაკეტა“. მარიამ ქავშბაიამ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის, იმ დღეს გადაღებული ფოტოები და “პუბლიკის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული მასალები. გარდა ამისა, ჟურნალისტმა CMIS-ის უთხრა, რომ თავად სამინისტროს მიერ, წარდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ის დაჯარიმების მომენტში მუშაობდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ ჯარიმა ძალაში დატოვა და მას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტმა ჯარიმა გადაიხადა. მეორე ჯარიმა, ჟურნალისტს 14 მარტით აქციაზე “გზის გადაკეტვისთვის” დაეკისრა. მარიამ ქავშბაიამ აღნიშულთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმის განხილვა არ ჩანიშნულა.
23-05-2025
თბილისი
სასამართლო
პროფესიული ნიშნით დევნა
პუბლიკის” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” 10 000 ლარით ორჯერ დააჯარიმეს
23-05-2025
1
სამართლებრივი ინციდენტები | ფინანსური ჯარიმა
სასამართლო
პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი