“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლების” დისკრედიტაციას ეწევა
2026 წლის 2 თებერვალს, პროსახელისუფლებო “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
ოკუპირებული ცხინვალის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა” “ამერიკის ხმის” ყოფილი ჟურნალისტის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა
2026 წლის 2 თებერვალს, უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება ცხინვალელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას, და რომ იგი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის - “ამერიკის ხმისთვის“.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური საბჭოს სხდომის გასაშუქებლად, მედია არ შეუშვეს
2026 წლის 2 თებერვალს, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების საკითხი განიხილებოდა.
შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი” “TV პირველის” და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციას ცდილობს
28 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერიტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ერთ ფოტოზე იყო ნაჩვენები “ტვ პირველის” ჟურნალისტი და პროდიუსერი ნოდარ მელაძე. ტელეკომპანია “იმედმა” “ტვ პირველი” ცრუ პროპაგანდაში დაადანაშაულა და “პროგაპანდის ინსტრუმენტი” უწოდა.
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო | მედიის დახურვის რისკი | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
მედიის შემზღუდავი კანონისამართლებრივი ინციდენტები
„ქართული ოცნება“ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს
28 იანვარს, „ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარტია საგაზაფხულო სესიაზე ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც მოიცავს „გრანტების შესახებ“ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ცვლილებებს.
22 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული” გრანტის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევიდან გამომდინარე მიიღო.
თბილისის საკრებულოს წევრი დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას ცდილობს
თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “ფსიქოლოგიურ ტერორში, არეულობისა და შიშის დათესვაში” ადანაშაულებს.
"შეუძლებელია თვალი დახუჭო იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელსაც ოპოზიციური მედიასაშუალებები ყოველდღიურად ახორციელებენ....ეს აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს არის ადამიანების ფსიქიკით მანიპულირება. მათი მიზანი - მუდმივი დაძაბულობის განცდა, საზოგადოებაში არეულობისა და შიშის დათესვა, მომავლის მიმართ სრული უიმედობის გაჩენა" - დაწერა საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან".