უკან დაბრუნება
GE/EN
18-11-2026
თბილისი
სააპელაციო სასამართლომ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ნინო ზაუტაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

ზაუტაშვილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას და შესაბამის პოზიციაზე აღდგენას მოითხოვდა. იმ შემთხვევაში, თუ სამსახურში აღდგენა ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნებოდა, მისი მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებასაც ითვალისწინებდა.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ნინო ზაუტაშვილი და „მოამბის“ წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 2025 წლის 11 აპრილს გაათავისუფლა. ივანოვ-ჩიქოვანმაც სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი მოთხოვნა ორი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

Share
18-11-2026
1
1
ქალი: 1
შრომითი უფლებები→შრომითი უფლების შეზღუდვა (1)
საზოგადოებრივი მაუწყებელი
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი