23 თებერვალს მოსამართლემ დახურა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა ე.წ საბოტაჟის საქმეზე.
“ამ წამს მოსამართლემ დახურა სხდომა, მედიისთვისაც და არასამთავრობოს დამკვირვებლებისთვისაც, მხოლოდ იმიტომ რომ ადვოკატი ბექა ბასილაია ეუბნებოდა მოსამართლეს, გთხოვთ, ნუ აბრახუნებთ მაგ ჩაქუჩს წაღმა უკუღმაო” – დაწერა იურისტმა თამთა კახიძემ.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება.
აღსანიშავია, რომ შემზღუდავი კანონების გამო, მედია ისედაც შეფერხებით მუშაობს სასამართლო სხდომებზე. სხდომების სრულად დახურვა კი, ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის.