19-10-2025
თბილისი
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვახო სანაია
19 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია. მას გზის გადაკეტვას ედავებიან, რისთვისაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
19 ოქტომბერს, პოლიციამ აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავა, რომლებსაც გზის გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას ედავებიან. “ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, კანონმდებლობა გამკაცრდა და ჯარიმის ნაცვლად სახის დაფარვა პატიმრობით ისჯება.
ჟურნალისტის დაკავებას “მედიის ადვოკატირების კოალიცია” გამოეხმაურა და დაკავება “მედიის და სიტყვის თავისუფლების უხეშ დარღვევად” შეაფასა.
19-10-2025
1
დაკავება/დაპატიმრება | სამართლებრივი ინციდენტები
სამართალდამცველი | სასამართლო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი