2025 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რის საფუძველზეც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა
2025 წლის 7 მაისს, პოლიციამ ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ფოტოჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალა. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციას ჟურნალისიტი ძალის გამოყენებით გაჰყავს იმ სივრციდან, სადაც "ქართული ოცნების" ყრილობა მიმდინარეობდა.
შსს-მ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მორიგი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო
ამჯერად, შსს-ს ჟურნალისტს 2025 წლის 11 იანვარს - მისი დაკავების საღამოს - ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება.
მოსამართლეების კონფერენციაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
2025 წლის 7 მაისს, თბილისში, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გარდა, არც ერთი მედიის წარმომადგენელი არ დაუშვეს.
“ფორმულას” ორ ჟურნალისტს პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალა
025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვლმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.