01-04-2024
გორი
მუნიციპალური კომპანია
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
“TV მონიტორინგის” ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

2024 წლის 1 აპრილს, ქალაქ გორში, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია “მონიტორინგის” ოპერატორს თორნიკე გელიტაშვილს.

“TV მონიტორინგის” ცნობით, ოპერატორი სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან დრონით იღებდა შენობის კადრებს, რა დროსაც მას სააგენტოს სამი თანამშრომელი ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაუზიანა ტელეფონი და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილზე მისულმა პოლიციამ, გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა.

შემთხვევას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. “ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ეთიკის ქარტიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებისკენ მოუწოდა.

Share
01-04-2024
1
გადაღების აკრძალვა | ვერბალური თავდასხმა | თავდასხმა საკუთრებაზე | მუშაობაში ხელშეშლა | სიტყვიერი შეურაცხყოფა | ტექნიკის დაზიანება
მუნიციპალური კომპანია
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
გორი