ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთი თანამშრომელი ნიკა პატარაია დააკავეს
2025 წლის 25 ოქტომბერს, დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი ნიკა პატარაია. სასამართლომ პატარაიას გზის გადაკეტვისთვის 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
25 ოქტომბერს, კახა მელიქიძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისომა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არხისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო და ნოემბრის თვის ხელფასის 30%-ით დაექვითება.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს მწერალი და “ფორმულას” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ზვიად კვარაცხელია
2025 წლის 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ზვიად კვარაცხელია - მწერალი და გამომცემელი, „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი. სასამართლომ ზვიად კვარაცხელიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა
2025 წლის 24 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს „ფორმულას“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავა. მას, 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს “ფორმულას” კიდევ ერთი ჟურნალისტი ცირა ჟვანია
სამშაბათს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვის გამო, დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” სოციალური მედიის ჟურნალისტი ცირა ჟვანია. ტელეკომპანიის განცხადებით, მას სახლთან ორი პოლიციელი დახვდა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის “საზოგადოებრივი მუწყებლის” ყოფილი ჟურნალისტი – ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი – დააკავეს
2025 21 ოქტომბერს, სავარაუდოდ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია მისი მეუღლეც. მას მოსამართლემ 5, 000 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. 2025 გაზაფხულზე. ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი” საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გაათავისუფლეს მაუწყებლის მიმართ გამოთქმული კრიტიკული პოზიციის და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი
ორშაბათს, 20 ოქტომბერს დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქეთა ციცქიშვილი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მას გზის გადაკეტვას ედავებიან. ამავე ბრალდებით 19 ოქტომბერს დააკავეს ჟურანილსტი ვახო სანაია და მას 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.