ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 25.07.2025
  • თბილისი
  • საზოგადოებრივი მაუწყებელი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამსახურიდან გათავისუფლება შრომითი უფლებები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კიდევ ორი  პროექტი დახურა და სამსახურიდან გაათავისუფლა შვიდი ჟურნალისტი

2025 წლის 25 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ხურავს გადაცემას "ამ შაბათ-კვირას“. არხის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდს - პროდუსერებს, ჟურნალისტებსა და გადაცემის წამყვანებს სხვა გადაცემებში გადასვლა შესთავაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცნობა, რომ მათთან თანამშრომლობა შეწყდებოდა.
  • 22.07.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
გადაღების აკრძალვა მუშაობაში ხელშეშლა ფიზიკური ძალადობა

„პუბლიკის” რედაქტორს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის უფროსი კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა

2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.
  • 21.07.2025
  • ბათუმი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები ფინანსური ჯარიმა

გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო

2025 წლის 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოცემა “ბათუმელების”  ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა.
  • 17.07.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

განათლების მინისტრმა, კრიტიკული შეკითხვის პასუხად, ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

2025 წლის 17 ივლისს, “ქართული ოცნების”  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ჟურნალისტებს “სასაცილოები” და “უსუსურები” უწოდა შეკითხვის პასუხად, რომელიც მის დოქტორის ხარისხს შეეხებოდა.
  • 15.07.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ნოდარ მელაძის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს

2025 წლის 15 ივლისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლის “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “კონკრეტული პირებისგან დაფინანსებაში დაადანაშაულა”. დეზინფორმაციული განცხადების მიხედვით: “არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება… ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.
  • 14.07.2025
  • ბათუმი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სასამართლო სხდომიდან გაძევება

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლემ მცირე დარბაზში გადაიტანა

2025 წლის 14 ივლისს, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალსიტის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატარა დარბაზში გადაიტანა. ონლაინ მედია “ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი თქმით დარბაზში ისმოდა შეძახილები ქუჩიდან -„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ ონლაინ მედიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდმა ნაწილმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა მათ შორის იყვნენ, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
  • 14.07.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტი ნოდარ მელაძე “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა

2025 წლის 14 ივლისს, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა. “ეს დაკითხვა ემსახურება შენს აგენტურულ სპეკულაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ დააბრალო შენი დანაშაული სხვას” - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს. 
  • 12.07.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ტექნიკის ჩამორთმევა ფიზიკური ძალადობა

პოლიციის მაღალჩინოსანმა “TV პირველის” ჟურნალისტი კაბინეტში ჩაკეტა და ტექნიკა წაართვა

2025 წლის 12 ივლისს, ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა პოლიციელებს რომლებსაც “ქართული ოცნება” სავარაუდოდ იყენებს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და იმ სარგებელს, რომელსაც ეს პოლიციელები იღებენ სანაცვლოდ. სიუჟეტში  გაშუქებული იყო პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის მამაც, გამოძიების მიხედვით, ქურდობის საქმეზე იყო დაკავებული.
  • 10.07.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სასამართლო სხდომიდან გაძევება

 მოსამართლემ ფოტოს გავრცელების გამო, სასამართლო პროცესი სრულად დახურა

  • 10.07.2025
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო/პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

მედიაპლატფორმა Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა

2025 წლის 10 ივლისს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მაუწყებლის „იმედის“ ეთერში დეზინფორმაცია გავრცელდა მედია პლატფორმა Chai Khana-ს მიმართ. კერძოდ, საუბარი იყო Chai Khana-ს მიერ, ევროკომისიისგან 532 117 ევროს მიიღებაზე. მედია პლატფორმა Chai Khana-მ გაავრცელა განცხადება, რომ “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ