14-03-2024
ბათუმი
“TV 25”-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელი შეუშალეს

2024 წლის 14 მარტს, ბათუმში, ადგილობრივი მედიის, “TV 25”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “ოცნების ქალაქში” ახლად აშენებული საცხოვრებელი კორპუსის გადასაღებად მისულ ”TV 25-ის” ჟურნალისტს, თეო ფუტკარაძეს და ოპერატორს, გერა კილაძეს, მშენებლობაზე დასაქმებულმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან ერთად, დაცვის თანამშრომელი ოპერატორისთვის კამერის წართმევასაც შეეცადა.

ინციდენტს ასახავს “ტვ 25-ის” ეთერში გასული მასალა, აღნიშნულ საკითხს განცხადებით მედიის ადვოკატირების კოალიციაც გამოეხმაურა.

“კოალიცია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად დაიწყოს აღნიშნული ინციდენტის გამოძიება, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო იქნეს უზრუნველყოფილი” – ნათქვამია განცხადებაში.

Share
14-03-2024
2
გადაღების აკრძალვა | ვერბალური თავდასხმა | თავდასხმა საკუთრებაზე | მუშაობაში ხელშეშლა | სიტყვიერი შეურაცხყოფა | ტექნიკის ჩამორთმევა
კერძო კომპანია | კერძო პირი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ბათუმი