მედიის წარმომადგენლების დაჯარიმებისა და დაკავების შემთხვევები, პროევროპული აქციების გაშუქებისა და აქციებში მონაწილეობის დროს, “გზისა და ტროტუარის გადაკეტვის” საფუძვლით  (ოქტომბერი, 2024 – მარტი, 2026)

31.03.2026

2024 წლის 26 ოქტომბრიდან, საპარლამენტო არჩევნებისა და საქართველოში დაწყებული პროევროპული პროტესტის შემდეგ, ჟურნალისტები, ფოტოგრაფები და ოპერატორები, არაერთხელ გახდნენ რეპრესიების ადრესატები. დაფიქსირდა შემთხვევები, როცა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტებს აჯარიმებდნენ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. ამავე საფუძვლით, ჟურნალისტებს აჯარიმებენ ე.წ “შაბათის მარშის” დროსაც, როცა საპროტესტო აქციას აქვს მსვლელობის ფორმა. 

2024 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც პროტესტმა უწყვეტი სახე მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ გაზარდა ჯარიმის ოდენობა: “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებების მიხედვით, გზის უკანონო გადაკეტვისთვის ჯარიმა ათჯერ – 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზარდა. 2025 წლის 16 ოქტომბრიდან, “ქართულმა ოცნებამ” გაამკაცრა მსვლელობა-მანიფესტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა, რა დროსაც გზის გადაკეტვა ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა 15 დღემდე ვადით. კანონმდებლობაში პატიმრობის გათვალისწინების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა გზის გადაკეტვის ნაცვლად პროტესტის სხვა ფორმას მიმართეს და ისინი, საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე ტროტუარზე დგანან. 2025  წლის 12 დეკემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი ცვლილება შეიტანა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რომლის თანახმადაც ტროტუარსა და ხალხის სავალ ნაწილზე შეკრება დასჯადი გახდა ასევე 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობით.

ადმინისტრაციული პატიმრობა “გზის გადაკეტვისთვის” შეუფარდეს ჟურნალისტებსაც, რომელთა ნაწილი ადგილზე სამუშაო მოვალეობას ასრულებდა. CMIS დაკავებული ჟურნალისტების შემთხვევებს აღწერს, შემდეგ ბმულზე: ჟურნალისტების დაკავების შემთხვევები საქართველოში (2024-2025 წლები). 

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჯამში, ჟურნალისტების მიმართ 40 ჯარიმა გამოიწერა “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. ასევე 14 შემთხვევაში მოხდა ადმინისტრაციული წესით დაკავება გზის გადაკეტვისა და “ტროტუარზე დგომისთვის” და 4 შემთხვევაში შედგა ოქმი ამავე საფუძვლით.

2024 წლის 26 ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე მოქმედი კანონმდებლობით:

  • გამოიწერა 40 ჯარიმა “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”; 
  • ჯარიმა გამოიწერა სულ 30 ჟურნალისტის მიმართ; მათგან, ზოგიერთმა მიიღო ერთზე მეტი ჯარიმა;
  • გასაჩივრების შედეგად გაუქმდა 11 ჯარიმა;
  • 27 შემთხვევა გასაჩივრებულია. აქედან, 1 საქმე გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში; 1 კი, სტრასბურგის სასამართლოში.
  • 3 შემთხვევაში ჯარიმის თანხა გადაიხადეს;

1. “ნეტაგზეთის” ჟურნალისტმა ქეთი ხუციშვილმა CMIS-ის მიაწოდა ინფორმაცია მისი ორჯერდაჯარიმების შესახებ “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”. ქეთი ხუციშვილის პირველი ჯარიმა 2025 წლის 2 აპრილსაა გამოწერილი,მეორე კი, 2025 წლის 13 ივნისს. ჯარიმების შესახებ ჟურნალისტმა 2025 წლის ბოლოს შეიტყო, მას შემდეგ, რაც თავად შეეხმიანა სამართალდამცავ ორგანოებს და დაინტერესდა ფიქსირდებოდა თუ არა მის სახელზე ჯარიმა. ჟურნალისტი ჯამში 10,000 ლარით არის დაჯარიმებული, მან ორივე ჯარიმა გაასაჩივრა. ორივე შემთხვევაში ხუციშვილი, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

2. შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რადიო თავისუფლების” ოპერატორი ზუკა ხიდაშელი “გზის გადაკეტვის” საბაბით 2025 წლის 4 სექტემბერს 5,000 ლარით დააჯარიმა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ხიდაშელმა, რომელიც სამუშაო მოვალეობას ასრულებდა, ჯარიმა გაასაჩივრა. მოსამართლემ აღნიშნული საქმე შეწყვიტა “. 

3. პუბლიკის ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა მინდია გაბაძემ 2026 წლის 5 თებერვალს ცხელ ხაზზე გადამოწმების შედეგადგაიგო, რომ დაჯარიმებული იყო. ჟურნალისტი წერს, რომ მისი ჯარიმა 2025 წლის 29 ივლისით თარიღდება, როცა საპროტესტო აქციას აშუქებდა. ჯარიმა 5,000 ლარია. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა

4. OC Media-ს დამფუძნებელი და ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოთხჯერ დააჯარიმა „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით –11 მარტს,15 მარტს,2 აპრილს და3 აპრილს. ჯამში ჟურნალისტს 20 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული. მარიამ ნიკურაძემ ყველა ჯარიმა გაასაჩივრა. გასაჩივრებიდან ათი თვის შემდეგ, მისი არცერთი საჩივარი განხილული არ არის. დაჯარიმების მომენტში მარიამ ნიკურაძეასრულებდა პროფესიულ მოვალეობას – აშუქებდა აქციას, ეკეთა პრესის ნიშანი და თან ჰქონდა პროფესიონალური ფოტოკამერა.

5. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ანამარია გელიტაშვილი ორჯერდაჯარიმდა, ჯამში 10 000 ლარით. ჟურნალისტს შსს ედავება 2025 წლის 6 მაისის და 27 მარტის საპროტესტო აქციების დროს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”. ანამარია გელიტაშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ის ასრულებდა ჟურნალისტურ საქმიანობას და ამის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებებიც არსებობს. გასაჩივრების შემდგომ, ჟურნალისტს ერთი ჯარიმა გაუუქმეს. მეორე შესახებ კი მისთვის არ შეუტყობინებიათ.

6. JamNews-ის ქოფირაითერი ირაკლი დათუნაშვილი ორჯერ დაჯარიმდა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ 2025 წლის 28 თებერვალსა და 6 მარტს გამართულ აქციებზე. მისი ჯარიმების ოდენობა ჯამში 10 000 ლარია. მან ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა, საქმის წარმოება ჯერ დასრულებული არ არის.

7. ონლაინ მედია “პუბლიკას” ჟურნალისტი მარიამ ქავშბაია ორჯერ არის დაჯარიმებული – 2025 წლის 3 თებერვალს და 14 მარტს. მისი ჯარიმების ოდენობა ჯამში 10 000 ლარია. 3 თებერვლის ჯარიმის საქმის განხილვისას მარიამ ქავშბაიამ სასამართლოსწარუდგინა მტკიცებულებები, მათ შორის, იმ დღეს გადაღებული ფოტოები და “პუბლიკის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული მასალები. გარდა ამისა, ჟურნალისტმა CMIS-ის უთხრა, რომ თავად სამინისტროს მიერ, წარდგენილ ვიდეომასალაშიც ჩანს, რომ ის დაჯარიმების მომენტში მუშაობდა. ამის მიუხედავად, სასამართლომჯარიმა ძალაში დატოვა და მას 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.ჟურნალისტმა ჯარიმა გადაიხადა. რაც შეეხება მეორე ჯარიმას, ამ საქმეზე სასამართლო განხილვები ჯერ არ დაწყებულა.

8. გაზეთ “ქრონიკა+”-ის ჟურნალისტი ირინა მაკარიძე 2025 წლის 6 აპრილს არის დაჯარიმებული 5 000 ლარით, იგივე საფუძვლით, რითაც სხვა რეპორტიორები. ამ დღეს ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა. მას ჯარიმის შესახებ 25 აპრილსაცნობეს. გასაჩივრების შემდეგ, ირინა მაკარიძეს ჯარიმა გააუქმეს.

9. “ტაბულას” ჟურნალისტი ლუკა კაციტაძე 2025 წლის 12 აპრილს, 5 000 ლარითდააჯარიმეს. გამოცემა “ტაბულას” ინფორმაციით, ლუკა კაციტაძე რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა.

10. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ელისო ჯარიაშვილს 2025 წლის 10 აპრილსაცნობეს, რომ 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ედავება, რომ 2025 წლის 12 მარტს, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, გზა ხელოვნურად გადაკეტა. ელისო ჯარიაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერვე გამოგზავნილ მასალებში ჩანს, რომ დაჯარიმების მომენტში ჟურნალისტი ოპერატორებთან და კოლეგა ჟურნალისტთან ერთად, ინტერვიუს წერს რუსთაველის გამზირზე. ჯარიაშვილმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმე ამ დრომდე განხილული არ არის.

11. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 2025 წლის 7 თებერვალს დააჯარიმეს 5 000 ლარით. ფოტოგრაფმა ჯარიმა გაასაჩივრა. 10 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ ფოტოგრაფი სამართალდამრღვევად მიიჩნია და მისი ჯარიმა ძალაში დატოვა. ფოტოგრაფი აქციაზე სამუშაო მოვალეობას ასრულებდა და ჯარიმას უსამართლოდ მიიჩნევს. პირველი სასამართლოს გადაწყვეტილება მან სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

12. ონლაინ მედია “მაუწყებლის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი ორჯერ, ჯამში 10 000 ლარით არის დაჯარიმებული. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”ედავება 2025 წლის 16 თებერვლისა და 30 აგვისტოს აქციებზე. გასაჩივრების შემდეგ, შსს-მ ერთი ჯარიმა გაუუქმა, ხოლო მეორე შემთხვევაში, მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჟურნალისტმა საზოგადოების დახმარებით თანხა შეაგროვა და ჯარიმა გადაიხადა.

12. “მედია აპრილის” მთავარი რედაქტორი ხატია ღოღობერიძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 29 მარტის აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ხატია ღოღობერიძისთვის ჩაბარებულ ოფიციალურ შეტყობინებაში არ არის მითითებული, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა – იგი იდენტიფიცირებულია როგორც აქციის მონაწილე. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. მისი საჩივარი ჯერ არ განხილულა.

13. „ამერიკის ხმის“ საქართველოს კორესპონდენტი ნინო დალაქიშვილი 5 000 ლარითდააჯარიმეს “გზის გადაკეტვის” საფუძვლით. ჟურნალისტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში მუშაობდა. პოლიციის შეტყობინება მან 2025 წლის 25 მარტს მიიღო. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცასაქმე ამ დრომდე განხილული არ არის.

14. “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ნინო ბაიდაური, შინაგან საქმეთა სამინისტრომ,5 000 ლარითდააჯარიმა 2025 წლის 21 მარტს რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვისთვის“. ჟურნალისტი დაჯარიმების მომენტში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რის გამოც, ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა არც მისი საქმის განხილვა დასრულებულა.

15. “რადიო თბილისის” ჟურნალისტი მერაბ მერკვილაძე ორჯერ, 10 000 ლარით დააჯარიმეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 და 19 მარტს “გზის ხელოვნურად გადაკეტვას”ედავება. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა. საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

16. ტელეკომპანია “პირველის” ფოტოჟურნალისტი გიორგი მოსიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10,000 ლარით. პოლიცია ფოტოჟურნალისტს ედავება 21 თებერვალს და 11 მარტს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარიმის დაკისრების დროს, იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. ფოტოჟურნალისტის საქმე კვლავ განხილვაშია.

17. ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი ნანო ჩაკვეტაძე 5 000 ლარითდააჯარიმეს. მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 13 მარტს. დაჯარიმების მომენტში იგი რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და პირდაპირ ჩართვაზე მუშაობდა. კერძოდ, “ფორმულას” მაყურებელს აწვდიდა ინფორმაციას აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეების შესახებ. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, რის შემდეგაც ის გაუუქმეს.

18. ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ირაკლი ტაბლიაშვილს 2025 წლის 24 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ედავებიან. ის5 000 ლარით დააჯარიმეს. ჟურნალისტმა ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა საქმის განხილვისა, თუ შედეგების შესახებ მისთვის არ უცნობებიათ.

19. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ონლაინმედია “პროექტი 64″-ის წარმომადგენელი ბექა ბერიძე 5 000 ლარითდააჯარიმა 2025 წლის 11 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით. ბერიძემ ჯარიმა შსს-შივე გაასაჩივრა, თუმცა სამინისტრომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება ამჟამადსასამართლოშია გასაჩივრებული.

20. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი 5 000 ლარითდააჯარიმეს 2025 წლის 21 თებერვალს „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“.ჟურნალისტი პარლამენტის შენობის მიმდებარედ აქციას აშუქებდა. გასაჩივრების შემდეგ მას ჯარიმა გაუუქმეს.

21. “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილიდაჯარიმდა 2025 წლის 14 თებერვლის საპროტესტო აქციის დროს. ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა და ეკეთა პრესის ნიშანიც. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა. რის შემდეგაც, ბასტი მგალობლიშვილმა სასამართლოს მიმართა. თუმცა, საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

22. “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტი ნინო წვერავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2025 წლის 17 თებერვალსდააჯარიმა 5 000 ლარით. ჟურნალისტმა სამინისტროს წარუდგინა პროფესიული მოვალეობის შესრულების მტკიცებულებები, რის შემდეგაცარიმა გაუქმდა.

23. “სტუდია მონიტორის” კიდევ ერთი ჟურნალისტი ნინო შუბითიძედააჯარიმეს 17 თებერვალს 5 000 ლარით. გასაჩივრების შემდეგ, ჟურნალისტის ჯარიმა გაუქმდა.

24. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტს გიორგი დიასამიძესედავებოდნენ „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ 2025 წლის 17 თებერვლის აქციის გაშუქებისთვის. 21 თებერვალს მას აცნობეს 5 000 ლარის ჯარიმის შესახებ, თუმცა მოგვიანებით ჯარიმა გაუქმდა.

25. “ტაბულას” ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი 2025 წლის 14 თებერვალს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით დააჯარიმეს. “ტაბულას” ინფორმაციით, მას ეკეთა პრესის ნიშანი. მოგვიანებით ჯარიმა გაუუქმეს.

26. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი და წამყვანი ნათია გოგსაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ2025 წლის 2 თებერვალს გამართულ პროევროპულ აქციაზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარითდააჯარიმა. ჟურნალისტმა ჯარიმა ჯერ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, მას მერე რაც ჯარიმა არ გაუუქმეს, სააპელაციო სასამართლოს მიმართა. გადაწყვეტილება ცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ნათია გოგსაძემ ამჯერად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იჩივლა.

27. “მედია აპრილის” ფოტოჟურნალისტ ვახო ქარელს შინაგან საქმეთა სამინისტრო „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“ედავება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, „დადგენილია ფაქტი“, რომ ვახო ქარელი 2025 წლის 26 იანვარს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. როდესაც ფოტოჟურნალისტმა აღნიშნა, რომ იქ ჟურნალისტური საქმიანობის გამო შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: „ეს თქვენ უნდა დაამტკიცოთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით, რის საფუძველზეც სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.“ საქმე ამ დრომდე არ არის განხილული.

28. “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ ეკა ქევანიშვილს პოლიციაედავებოდა, რომ 2025 წლის 22 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. ჟურნალისტი ოპერატორთან ერთად აქციაზე ვიდეოს იღებდა. გასაჩივრების შემდეგ, ჯარიმა გაუქმდა.

29. Euronews-ის ქართული ბიუროს ჟურნალისტი დავით კეკენაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ5 000 ლარით დააჯარიმა 2025 წლის 3 იანვარს გამართული პროევროპული აქციის დროს „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ საფუძვლით. რეპორტიორს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში აღარ გაუსაჩივრებია და ჯარიმა გადაიხადა.

მედიის წარმომადგენლების ადმინისტრაციული დაკავების ოქმი გამოიწერა ჯამში 18 შემთხვევაში, აქციების გაშუქების ან აქციებში მონაწილეობისთვის 2025 წლის ნოემბრიდან, გამკაცრებული კანონმდებლობით.

  • 18 -დან 14 შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები დააკავეს ადმინისტრაციული წესით. 4 შემთხვევაში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, საიდანაც, 3 საქმე შეწყდა მოსამართლის გადაწყვეტილებით.
  • დაკავების 14 შემთხვევიდან 11-ს შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა. 3 იმავე ან მომდევნო დღეს გაათავისუფლეს, მათგან 1-ს შეეფარდა ჯარიმა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის საფუძლით;
  • 3 საქმე სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია (აქედან ერთ შემთხვევაში იყო დაკავებული და გაათავისუფლეს, ხოლო 2 შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო).

1. ონლაინ გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. საუბარია 2026 წლის 7 თებერვალს მიმდინარე აქციაზე, როდესაც მარიამ კუპრავა ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – იგი “შაბათის მარშს” აშუქებდა. “მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს”, – წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი. მოსამართლემ ჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე 2 აპრილს შეწყვიტა.

2. ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. საუბარია 2026 წლის 31 იანვარს გამართულ “შაბათის მარშის” აქციაზე, სადაც მარიამ ძიძარია პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. მარიამ ძიძარიას საქმე კვლავ განხილვაშია.

3. ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება. საუბარია 2025 წლის 18 დეკემბრის აქციაზე, სადაც ფოტოგრაფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 27 მარტს, მოსამართლემ შეწყვიტა ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილის „ტროტუარზე დგომის“ საქმე.

4. ფოტოგრაფ ზუკა ხიდაშელის წინააღმდეგ შსს-მ მეორე საქმე 2025 წლის 18 დეკემბერს დაიწყო. შსს მას ამჯერად ედავება “ტროტუარზე დგომას”. მოსამართლემ ეს საქმე შეწყვიტა

5. 22 ნოემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს, ინგოროყვას ქუჩასთან დააკავეს ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი. დაკავების მომენტში იგი ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას. სასამართლომ მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის ჯარიმა დააკისრა – 3 000 ლარი.

6. 12 ნოემბერს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, საქართველოში დევნილობაში მცხოვრები აფგან სადიგოვი, გზის გადაკეტვის საფუძვლით მეორედ დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მას 7-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

7. 5 ნოემბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ლიზა ციციშვილი. იგი დაახლოებით ათი წუთის შემდეგ გაათავისუფლეს და ბოდიშიც მოუხადეს. დაკავების დროს ლიზა ციციშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

8. 3 ნოემბერს დააკავეს ონლაინპლატფორმა MediaChecker-ის ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე. დაკავების მომენტში იგი აშუქებდა აქციას. ნინია კაკაბაძის საქმეზე სასამართლო განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა.

9. 25 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელსაც სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

10. 24 ოქტომბერს დააკავეს მწერალი და გამომცემელი, ინტელექტის მთავარი რედაქტორი და ფორმულას წამყვანი ზვიად კვარაცხელია. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

11. 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დააკავეს ფორმულას დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

12. 24 ოქტომბერს დააკავეს ონლაინმედია Publika.ge-ის ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი, რომელიც რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და აშუქებდა საპროტესტო აქციას.

13. 22 ოქტომბერს დააკავეს ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, რომელსაც 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

14. 22 ოქტომბერს დააკავეს საქართველოში დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი და მას 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

15. 21 ოქტომბერს დააკავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი. მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

 16. 21 ოქტომბერს დააკავეს ტელე-ჟურნალისტი ცირა ჟვანია, რომელსაც 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

17. 20 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და მას 5-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

18. 19 ოქტომბერს დააკავეს ფორმულას ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელსაც 6-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

Share