ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში

ინციდენტები

  • 15.07.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ნოდარ მელაძის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს

2025 წლის 15 ივლისს, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლის “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “კონკრეტული პირებისგან დაფინანსებაში დაადანაშაულა”. დეზინფორმაციული განცხადების მიხედვით: “არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ „ნაცები“ და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება… ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.
  • 14.07.2025
  • ბათუმი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სასამართლო სხდომიდან გაძევება

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლემ მცირე დარბაზში გადაიტანა

2025 წლის 14 ივლისს, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალსიტის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატარა დარბაზში გადაიტანა. ონლაინ მედია “ბათუმელების” ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი თქმით დარბაზში ისმოდა შეძახილები ქუჩიდან -„თავისუფლება მზიას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ ონლაინ მედიის ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა დიდმა ნაწილმა პროცესზე შესვლა ვერ მოახერხა მათ შორის იყვნენ, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები, კოლეგები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
  • 14.07.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ჟურნალისტი ნოდარ მელაძე “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა

2025 წლის 14 ივლისს, “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე “აგენტურულ სპეკულაციაში” დაადანაშაულა. “ეს დაკითხვა ემსახურება შენს აგენტურულ სპეკულაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ დააბრალო შენი დანაშაული სხვას” - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს. 
  • 12.07.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ტექნიკის ჩამორთმევა ფიზიკური ძალადობა

პოლიციის მაღალჩინოსანმა “TV პირველის” ჟურნალისტი კაბინეტში ჩაკეტა და ტექნიკა წაართვა

2025 წლის 12 ივლისს, ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში გავიდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ეხებოდა პოლიციელებს რომლებსაც “ქართული ოცნება” სავარაუდოდ იყენებს სინდისის პატიმრების წინააღმდეგ და იმ სარგებელს, რომელსაც ეს პოლიციელები იღებენ სანაცვლოდ. სიუჟეტში  გაშუქებული იყო პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომლის მამაც, გამოძიების მიხედვით, ქურდობის საქმეზე იყო დაკავებული.
  • 10.07.2025
  • თბილისი
  • პრო-სამთავრობო/პროპაგანდისტული ტელეკომპანია “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

მედიაპლატფორმა Chai Khana დეზინფორმაციული თავდასხმის სამიზნე გახდა

2025 წლის 10 ივლისს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მაუწყებლის „იმედის“ ეთერში დეზინფორმაცია გავრცელდა მედია პლატფორმა Chai Khana-ს მიმართ. კერძოდ, საუბარი იყო Chai Khana-ს მიერ, ევროკომისიისგან 532 117 ევროს მიიღებაზე. მედია პლატფორმა Chai Khana-მ გაავრცელა განცხადება, რომ “იმედის” ეთერში გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება. 
  • 10.07.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” მთავრობის მეთაური სინდისის პატიმრის მზია ამაღლობელის დისკრედიტაციას აგრძელებს 

2025 წლის 10 ივლისს, „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი „კონკრეტულ დაკვეთის” შესრულებაში და  პოლიციის „დაკნინებასა და შეურაცხყოფაში” დაადანაშაულა
  • 10.07.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
სასამართლო სხდომიდან გაძევება

 მოსამართლემ ფოტოს გავრცელების გამო, სასამართლო პროცესი სრულად დახურა

  • 08.07.2025
  • თბილისი
  • საჯარო მოხელე
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
დისკრედიტაცია

ირაკლი კობახიძე დამოკიდებული  მედიების “TV პირველის” და “ფორმულას” დისკრედიტაციას ცდილობს

2025 წლის 8 ივლისს “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი მაუწყებლების “TV პირველის” და “ფორმულას” დისკრედიტაცია სცადა. მან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, გამოძიების ოფიციალური ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით მომხდარს „ზოგადად“ უკავშირებს ოპოზიციური ტელევიზიებს და კრიტიკული ტელევიზიები, „ცილისწამებასა“ და „ზიზღის დათესვაში“ დაადანაშაულა
  • 03.07.2025
  • თბილისი
  • პარტია "ქართული ოცნება" | პრემიერ მინისტრი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
SLAPP სარჩელი სამართლებრივი ინციდენტები

კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“, “მთავარი არხი” და „ფორმულა“ სამართალდამრღვევად ცნო

საქმე ეხება  „ქართული ოცნების“ საჩივარს ტელევიზიების წინააღმდეგ. პარტიამ კომისიას 1 ივნისს მიმართა და ისეთი ტერმინების გამო უჩივლა, როგორებიცაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „რეჟიმის პატიმრები“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“, „კლანის სასამართლო“ და სხვ.
  • 30.06.2025
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მედიის შემზღუდავი კანონი სამართლებრივი ინციდენტები

სასამართლოებში მედიის მუშაობა დღეიდან შეიზღუდა

დღეს 30 ივნისს  საინფორმაციო სააგენტო „პუბლიკის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლები კამერებით უკვე  არ შეუშვეს, შეზღუდეს ეზოში ტელეფონებით გადაღებაც. “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიღებული კანონი აამოქმედა.