17-02-2026
თბილისი
სამოქალაქო აქტივისტს, ნინო აბზიანიძეს, ტროტუარზე პროტესტის გამო სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

ტროტუარზე დგომის გამო, სამოქალაქო აქტივისტი, ნინო აბზიანიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო აბზიანიძეს პარლამენტთან ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.


ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025  წლის 12 დეკემბერს,  თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილება მიიღო. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” შეფასებით, “ტროტუარზე დგომის გამო პირის პატიმრობა, თუნდაც ადმინისტრაციული წესით, რომ არაფერი ვთქვათ სისხლისსამართლებრივ სასჯელზე, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ვერც საქართველოს კონსტიტუციით და ვერც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით უზრუნველყოფილ შეკრების თავისუფლების სტანდარტებიდან გამომდინარე”.

ე.წ. “ტროტუარის საქმეზე” უკვე 20-ზე მეტი აქტივისტის საქმეზე დასრულდა სასამარტლო პროცესი. მათგან, ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, ნაწილს კი (უმეტესად ქალებს) სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. არაერთი აქტივისტის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, საქმეზე სასამართლო კი ჯერ არ ჩანიშნულა.

Share
17-02-2026
1
ქალი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა | სიტყვიერი შენიშვნა
სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი