უკან დაბრუნება
GE/EN
03-11-2026
თბილისი
“ოლე ოლას” სიმღერის გამო სტუდენტი 3000 ლარით დააჯარიმეს 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ სტუდენტი სანდრო სეხნიაშვილი 3000 ლარით დააჯარიმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდას საპროტესტო აქციაზე სიმღერა „ოლე-ოლას“ შესრულებას ედავებოდა. ეს საპროტესტო შინაარსის სიმღერაა და “ქართული ოცნების” წევრები მას შეურაცხმყოფელად აღიქვამენ. სტუდენტის მიმართ, შსს-მ საქმის წარმოება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

სტუდენტის ადვოკატის, დათა ქაშიაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება “აბსურდულია”, რადგან მოსამართლემ გადაწყვეტილება ისეთ ვიდეომტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო, რომლებშიც ხმა საერთოდ არ ისმის.  სასამართლო პროცესზე პოლიციის წარმომადგენელი კი აცხადებდა, რომ მათ მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებაში, ვიზუალურად ნათლად ჩანდა, რომ სეხნიაშვილი სიმღერას ტუჩებს აყოლებდა, ანუ მღეროდა. 

166-ე მუხლი, რომლითაც სეხნიაშვილს ედავებოდნენ, ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. აღნიშნული მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს, რაც განიმარტება როგორც საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და საზოგადოებრივი წესრიგის ან/და მოქალაქეთა სიმშვიდის დამრღვევი სხვა ამგვარი მოქმედება. ბოლო პერიოდში, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, არაერთი აქტივისტი დააჯარიმეს. იგივე სიმღერის შესრულებისთვის საამართლოშია დაბარებული მომღერალი სოფო ბათილაშვილი.

Share
03-11-2026
1
1
კაცი: 1
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა (1)
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით (1)
სასამართლო | სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
თბილისი