აქტივისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 13.03.2026
  • თბილისი
  • პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

ომბუდსმენის წარმომადგენლის ოქმის მიხედვით, დენის კულანინი არასათანადო პირობებში იმყოფება

13 მარტს გავრცელდა ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმის შესახებ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებული დენის კულანინი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო და ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფება. 7 მარტით დათარიღებულ ოქმში აღნიშნულია, რომ საკანში არის ტარაკნები, ტუალეტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო საწოლის ბალიშები „უბინძურესია“.
  • 13.03.2026
  • თბილისი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება ჩხრეკა · ირიბი ზეწოლა („chilling effect")

პარლამენტთან აქციის მონაწილეების ჩხრეკა და შემოწმება გრძელდება

  • 12.03.2026
  • თბილისი
  • არაიდენტიფიცირებული პირები
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევა დაკავების / აქციის დაშლის დროს

პარლამენტთან აქტივისტ დარეჯან ცხვიტარიას კარავს ცეცხლი გაუჩნდა

12 მარტს, აქტივისტი დარეჯან ცხვიტარია, რომელიც პროტესტის ნიშნად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავში ათევდა ღამეებს, აცხადებს,  რომ მისი კარავი ღამით დაიწვა. მისი თქმით, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოესმა უცნობი ადამიანის ხმა, რომელიც ყვიროდა, რომ რაღაც იწვოდა, რის შემდეგაც გარეთ გამოსულმა ნახა, რომ კარავს ცეცხლი ეკიდა. ცხვიტარია ვარაუდობს, რომ კარვის დაწვა კარვების ასაღებად განხორციელდა. მისი თქმით, ხანძრის შემდეგ კარვიდან  მისი პირადი ნივთებიც წაიღეს.
  • 12.03.2026
  • თბილისი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება ჩხრეკა · ირიბი ზეწოლა („chilling effect")

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ

12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა და სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამოწმებენ.
  • 12.03.2026
  • თბილისი
  • არაიდენტიფიცირებული პირები
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაშინება, მუქარა და დისკრედიტაცია

აქციის დასრულების შემდეგ პარლამენტთან მოქალაქესა და პროტესტის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

12 მარტს, აქციის დასრულების შემდეგ, პირველი სკოლის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელთან, მოქალაქესა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
  • 10.03.2026
  • თბილისი
  • პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

კარცერში მოთავსებული ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი არასათანადო პირობებზე მიუთითებენ

10 მარტს, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული აქტივისტები ზურაბ მენთეშაშვილი და დენის კულანინი კარცერში გადაიყვანეს, სადაც, მათი თქმით, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.
  • 09.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება ადმინისტრაციული სამართლის დაკავება

ტროტუარზე დგომის გამო მედიის განვითარების ფონდის თანამშრომელს ზვიად მჟავანაძეს  4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, “მედიის განვითარების ფონდის” თანამშრომელს, ზვიად მჟავანაძეს, ტროტუარზე პროტესტის გამო დაწყებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
  • 09.03.2026
  • თბილისი
  • შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება ადმინისტრაციული სამართლის დაკავება | დროებითი დაკავება, გადაყვანა ან გადაადგილების იძულებითი შეზღუდვა

საპროტესტო  აქციიდან დაბრუნებისას შსს-მ  დავით ჩხეიძე ნარკო ტესტირებაზე გადაიყვანა, პაატა ალავერდაშვილი კი ადმინისტრაციული წესით  დააკავა

9 მარტს ღამით, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე დავით ჩხეიძე პოლიციამ თაბუკაშვილის პოლიციის განყოფილებაში ნარკოტესტირების მიზნით გადაიყვანა. ჩხეიძის განცხადებით, იგი აქციიდან ავტომობილით ბრუნდებოდა ოჯახთან ერთად, როდესაც პატრულის რამდენიმე ეკიპაჟმა გააჩერა. თავდაპირველად ის ალკოტესტით შემოწმდა, რომელმაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. მოგვიანებით, პოლიციამ ადგილზე ნარკოტესტიც ჩაუტარა და განაცხადა, რომ შედეგი დადებითი იყო, რის შემდეგაც ჩხეიძე დამატებითი შემოწმებისთვის განყოფილებაში გადაიყვანეს.  
  • 09.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფინანსური სანქციები ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით

პროტესტის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს 5000-5000 ლარის ჯარიმა დააკისრეს

9 მარტს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგდა მამუკაშვილსა და მაკო ქაფიანიძეს, 5 000-5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ 31 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დროს საავტომობილო გზის “ხელოვნურად გადაკეტვას” ედავებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, რაც იმ გარემოებით განიმარტა, რომ ორივე მათგანს 12 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს.
  • 09.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება ადმინისტრაციული სამართლის დაკავება

ტროტუარზე დგომის საქმეზე საბა გელაშვილს 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

9 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ საბა გელაშვილს ტროტუარზე დგომასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეზე 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 18 დეკემბერს მოქალაქეებისთვის ტროტუარზე გადაადგილებაში ხელის შეშლას ედავებოდა.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ