აქტივისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 09.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება სისხლის სამართლის დაკავება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი მინდაძის 5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

9 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი მინდაძის მიმართ გამოტანილი 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთის განაჩენი. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.
  • 09.03.2026
  • თბილისი
  • პარლამენტი
  • პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
რეპრესიული კანონმდებლობის მიღება / გამკაცრება

„ქართული ოცნება” რუსული კანონის აღსრულებასაც აუდიტის სამსახურს ავალებს

9 მარტს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. “რუსული კანონის” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონის აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
  • 08.03.2026
  • თბილისი
  • სუს / სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ირიბი ზეწოლა („chilling effect") აქტივისტების დაბარება „გასაუბრებაზე" ან გამოკითხვებზე · სისხლის სამართლის დევნა ან გამოძიების დაწყება

ირანის გავლენებზე გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და გამოქვეყნებული კვლევების შემდეგ სუს-მა რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარა

საქართველოში ირანის შესაძლო გავლენებზე გაკეთებული საჯარო განცხადებებისა და ორი კრიტიკული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება უცხო ქვეყნის, უცხოეთის ორგანიზაციის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ნიშნებს.
  • 04.03.2026
  • თბილისი
  • პარლამენტი
  • პროტესტის ჩახშობა
ინციდენტის ტიპი:
რეპრესიული კანონმდებლობის მიღება / გამკაცრება

“ქართულმა ოცნებამ” უცხოურ დაფინანსებასა და „ხელისუფლების არაღიარებასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

  • 04.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება ადმინისტრაციული სამართლის დაკავება

პროევროპული აქციების კიდევ ორ მონაწილეს „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

4 მარტს, პროევროპული აქციების კიდევ ორ მონაწილეს „გზის გადაკეტვის“ ბრალდებით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. დემე შარიქაძეს სანქცირებულმა მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დავით ბასარიას სანქცირებულმა მოსამართლემ ნინო ენუქიძემ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ორივე მათგანს 31 იანვარს, შაბათის ტრადიციული მარშის დროს, საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
  • 03.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა

სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო

სამოქალაქო აქტივისტ ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ, რომელიც გზის გადაკეტვის ბრალდებით უკვე ორჯერ იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ახალი ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაია მარგიშვილს სამართალდამცველების შეურაცხყოფას ედავება. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ისჯება 500-დან 6 000 ლარამდე ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე ვადით.
  • 03.03.2026
  • თბილისი
  • პენიტენციური სისტემა (იზოლატორი, საპატიმრო)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ფიზიკური ძალადობა და არასათანადო მოპყრობა არასათანადო მოპყრობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

მსჯავრდებული არტემ გრიბული გლდანის ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც პატიმრები „მახოს“ სახელით იცნობენ, დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ადვოკატი, დარია სამოდუროვა ავრცელებს.
  • 02.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა სიტყვიერი შენიშვნა

ტროტუარზე პროტესტის გამო სანდრო მირცხულავა სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ტროტუარზე პროტესტის გამო სამოქალაქო აქტივისტი სანდრო მირცხულავა სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მირცხულავას შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეითთა გადაადგილებისთვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
  • 02.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
დაკავება ადმინისტრაციული სამართლის დაკავება

 სამოქალაქო აქტივისტ ლევან სამადაშვილს სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოსმოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქციების აქტიური მონაწილე, ლევან სამადაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 7 თებერვალს აქციის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა.
  • 26.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო | შსს (პოლიცია, საპატრულო, გდდ)
  • დევნა სამოქალაქო აქტივიზმის გამო
ინციდენტის ტიპი:
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა

 ტროტუარზე პროტესტისთვის “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი გიორგი გოცირიძე სასამართლოში დაიბარეს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, გიორგი გოცირიძე, ტროტუარზე პროტესტისთვის  სასამართლოში დაიბარეს. სასამართლო პროცესი 16 მარტს არის ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ გიორგი გოცირიძის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძე განიხილავს.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ