ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 20.03.2026
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ “ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

20 მარტს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოსულმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 19.03.2026
  • თბილისი
  • კერძო პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა სიტყვიერი შეურაცხყოფა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდარავამ ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივლა

19 მარტს,  “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელით აგრეთვე მოთხოვნილია, “შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ უარყოფაც.
  • 18.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას მხატვრის მუშაობის შეზღუდვის მცდელობა

სასამართლო პროცესებზე მედიისთვის ფოტო, ვიდეო და აუდიოგადაღების აკრძალვის პირობებში, პროცესების ვიზუალური ასახვის ერთ-ერთ ერთადერთ საშუალებად მხატვრების მიერ შესრულებული სკეტჩები რჩება. მიუხედავად ამისა, 18 მარტის ანტონ ჩეჩინის, სერგეი კუხარჩუკისა და არტიომ გრიბულის სხდომაზე მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სცადა მხატვრის მუშაობის შეზღუდვა და მიუთითა, რომ „სახეებით გამოჭენება“ არ უნდა მოხდეს. ადვოკატების განმარტებების შემდეგ, რომ ხატვა აკრძალული არ არის, რასაც პროკურორიც დაეთანხმა, მხატვარს მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცა, თუმცა სახეების გამოსახვა შეეზღუდა.
  • 12.03.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "რუსთავი 2"
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ პრო-სამთავრობო მედიაში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის ნარატივი გრძელდება

ევროპარლამენტმა 12 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.
  • 11.03.2026
  • თბილისი
  • პარტია "ქართული ოცნება"
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები მედიის შემზღუდავი კანონი

„ქართული ოცნება” ე.წ. რუსული კანონის აღსრულებასაც აუდიტის სამსახურს ავალებს

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. “რუსული კანონის” („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) კანონის აღსრულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
  • 11.03.2026
  • თბილისი
  • პარტია "ქართული ოცნება"
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:

ფინანსური დავალიანების გამო გაითიშა “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა

2026 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფინანსური დავალიანების გამო “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. ტელეკომპანიის ცნობით, სატელიტური და ღია მაუწყებლობა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვაც მათ ვეღარ შეძლეს.
  • 11.03.2026
  • თბილისი
  • ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა სამართალდამცავებს  მიმართავს დაინტერესდნენ  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.
  • 10.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტები სამართლებრივი დევნა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, “ქართულმა ოცნებამ” ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან შეხვედრის უფლება არ მისცა

2026 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, “ქართულმა ოცნებამ” არ მისცა უფლება ციხეში მოენახულებინა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. 
  • 10.03.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "რუსთავი 2"
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“ საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ დისკრედიტაციას ახდენს

პროსამთავრობო ტელევიზია „რუსთავი 2“-მა, საგამოძიებო სტუდია „აი ფაქტის“ შესახებ დეზინფორმაციული სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც მედიასაშუალება უცხოური ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაში დაადანაშაულა.  
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • კომუნიკაციების კომისია
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დაშინება/მუქარა

კომუნიკაციების კომისია აანონსებს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს პრაქტიკაში აამოქმედებს 

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მომდევნო კვირიდან - 9 მარტიდან,  პრაქტიკაში აამოქმედებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებს.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ