პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მზია ამაღლობელის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს
2026 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, კვლავ დეზინფორმაცია გაავრცელა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შესახებ. ასევე, იგი კვლავ მოძალადედ მოიხსენია და “უსინდისობის პატიმარი” უწოდა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მედიისთვის წესების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედისთვის“ აკრედიტაციის ერთი წლით შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იმსჯელებს, გავრცელდეს თუ არა საქართველოში მსგავსი წესები.
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ თავს ესხმის და რეაგირებით ემუქრება დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს
2026 წლის 2 აპრილს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემები: “რადიო თავისუფლება”, „ტაბულა“, პუბლიკა“ და „ნეტგაზეთი“ “უცხოური დაფინანსების მქონე პარტიულ პროპაგანდისტული ჯგუფებად” მოიხსენია, დაადანაშაულა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის საქმიანობაში ჩარევაში და რეაგირებით დაემუქრა.
შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია გაავრცელა
2026 წლის 21 თებერვალს, პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიმდინარე დებატებისა შალვა პაპუაშვილმა მზია ამაღლობელის სასჯელის შესახებ მანიპულაციური განცხადება გაავრცელა. მან ჟურნალისტის განაჩენი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანულ მაკრონისთვის სილის გაწვნისთვის მსჯავრდებულის სასჯელს შეადარა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, “რადიო თავისუფლების” დისკრედიტაციას ეწევა
2026 წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას
“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
მუშაობაში ხელშეშლა→ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება
პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონეა – ონლაინ მედიას შენობაში არ უშვებენ
26 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ ამოქმედდა, რომელიც ონლაინმედიას პარლამენტში მუშაობას სრულად უზღუდავს. შეზღუდვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „სინათლე მედიის“ დისკრედიტაციას და დაშინებას ცდილობს
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პროსამთავრობო ტელევიზია „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს დამოუკიდებელი ონლაინმედიების ერთობის, „სინათლე მედიას“ წინააღმდეგ და მათი დისკრედიტაცია და დაშინება ცადა.