ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 19.05.2025
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, სიტყვიერი თავდასხმა გამოცემებზე – “პუბლიკა” და On.ge

2025 წლის 19 მაისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემები “პუბლიკა” და “On.ge” პროპაგანდისტულ მედიებად მოიხსენია და კოორდინირებულ ქმედებასა და ფაქტის მიჩქმალვაში დაადანაშაულა. 
  • 01.02.2025
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დაშინება/მუქარა, დისკრედიტაცია

პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა “პუბლიკას”

1 თებერვალს, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა, ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა.
  • 27.05.2024
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა→ადმინისტრაციულ შენობაში არშეშვება

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ონლაინ მედიას პარლამენტში შესვლა აეკრძალა

2024 წლის 27 მაისიდან ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა, გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. 
  • 20.02.2024
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

“მთის ამბების” რედაქტორს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვიერად დაესხა თავს

2024 წლის 20 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, რატომ მოხვდა გამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის “ევროკავშირის პრიზის” ფინალისტებში. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ