ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 14.07.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
შრომითი უფლებები შრომითი უფლების შეზღუდვა · სამართლებრივი ინციდენტი

სააპელაციო სასამართლომ „რეალური სივრცის“ თანამშრომლების გათავისუფლების საქმეზე საჩივარი არ დააკმაყოფილა

14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შალვა კაკაურიძემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის - „რეალური სივრცის“ თანამშრომლების საჩივარი ტელევიზიიდან გათავისუფლების საქმეზე.
  • 14.07.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი SLAPP სარჩელი

სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულას“ 10,000 ლარის გადახდა დააკისრა

14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორის, გიორგი (გოგა) ხაინდრავას სამოქალაქო სარჩელი ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ.
  • 10.07.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო | შსს
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი ფინანსური ჯარიმა

ტელეწამყვანი ვახო სანაია დააჯარიმეს სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა 6 000 ლარით დააჯარიმა სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებების გამო.
  • 24.04.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა

სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა

24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლიანა კაჟაშვილმა, შეწყვიტა „ბათუმელების/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმე პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძეს ტელეეთერით გაჟღერებული განცხადებებით ცილისწამებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა.
  • 20.04.2026
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა · შრომითი უფლებები შრომითი უფლების შეზღუდვა

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახურული გადაცემის “რეალური სივრცის” თანამშრომლების საჩივარი

20 აპრილს მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რეალური სივრცის“ ყოფილი თანამშრომლების საჩივარი.
  • 15.04.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი ანგარიშების დაყდაღება | ფინანსური ჯარიმა

ჟურნალისტებს ანგარიშები დაუყადაღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან

15 აპრილს, „TV პირველის“ ინფორმაციით, არხის შაბათის ეთერის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.  სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა JamNews-ის საქართველოს რედაქტორი ირაკლი დათუნაშვილიც (სოციალური მედიაში სახელი: ლეო ნაფტა) წერს, რომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.
  • 15.04.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა · შრომითი უფლებები შრომითი უფლების შეზღუდვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტის ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ელიაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ არხიდან გათავისუფლებული ჟურნალისტისა და წამყვანის, ნინო ზაუტაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
  • 07.04.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი ანგარიშების დაყდაღება | ფინანსური ჯარიმა

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს, ანგარიშები დაუყადაღეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ჟურნალისტის ცნობით, აღმოჩნდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, იგი “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით, 5 000 ლარით იყო დაჯარიმებული.
  • 04.04.2026
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი დაკავება/დაპატიმრება

 აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს, დააჯარიმეს და საქართველოდან გააძევეს

2026 წლის 4 აპრილის ღამეს, საქართველოში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი  დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაავრცელა. მან გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ სადიგოვის სახლის კარის გაჭრას სამართალდამცველები.
  • 01.04.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა POSTV-ს ცილისწამებისთვის უჩივლეს, იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ისინი “Coca-Cola”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონიასგან, 30 000 დოლარს იღებდნენ ხელფასის სახით. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ