ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 01.04.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “TV პირველის” ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატალია ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი პროსამთავრობო “POSTV-ის” წინააღმდეგ. ჟურნალისტებმა POSTV-ს ცილისწამებისთვის უჩივლეს, იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს ისინი “Coca-Cola”-ს დამფუძნებელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონიასგან, 30 000 დოლარს იღებდნენ ხელფასის სახით. 
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო | შსს
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა

“ტაბულას” ჟურნალისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის გადაკეტვას” ედავება მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ონლაინ გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება. საუბარია 2026 წლის 7 თებერვალს მიმდინარე აქციაზე, როდესაც მარიამ კუპრავა ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა - იგი “შაბათის მარშს” აშუქებდა. "მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს", - წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო | შსს
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა

ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო “გზის გადაკეტვას” ედავება მაშინ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ფოტოგრაფ  გიორგი თარხნიშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ტროტუარზე დგომით ფეხით მოსიარულეთათვის დაბრკოლების შექმნას ედავება. საუბარია 2025 წლის 18 დეკემბრის აქციაზე, სადაც ფოტოგრაფი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. 
  • 06.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | სასამართლო | შსს
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს  სამართალდამცავები  “გზის გადაკეტვას” ედავებიან

ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, მარიამ ძიძარიას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე "გზის გადაკეტვას" ედავება. საუბარია 2026 წლის 31 იანვარს გამართულ “შაბათის მარშის” აქციაზე, სადაც მარიამ ძიძარია  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.. “ნეტგაზეთის” ინფორმაციით, აქციის გაშუქებისას მარიამს ეკეთა ჟურნალისტის დამადასტურებელი ე.წ. ბეიჯი ანუ საიდენტიფიკაციო ნიშანი, ასევე სამხრე ნიშანი (PRESS) და თან ჰქონდა კამერა. 
  • 04.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა

უზენაესმა სასამართლომ, ,,ბათუმელებისა”და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო

2026 წლის 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, გამოცემების, ,,ბათუმელებისა” და” ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, პატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო. საჩივრის წარმოებაში არმიღება, ანუ მისი დაუშვებლად ცნობა, ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამ ნაბიჯით, საქართველოში, მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულებულია ყველა ინსტანციის სასამართლოში. 
  • 02.03.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა გადაღების აკრძალვა

სასამართლოში გადაღების მოთხოვნით გაგზავნილ წერილებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო რეაგირების გარეშე ტოვებს

მას შემდეგ, რაც გასული, 2025 წლის წლის ივნისში მიღებული ცვლილებებით, მედიას აეკრძალა სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო/ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა, ჟურნალისტებმა არაერთხელ მიმართეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გადაღების ნებართვის მისაღებად, თუმცა, უშედეგოდ.
  • 23.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა სასამართლო სხდომის დახურვა

მოსამართლემ ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დახურა

23 თებერვალს მოსამართლემ დახურა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა ე.წ საბოტაჟის საქმეზე. 
  • 10.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა · შრომითი უფლებები შრომითი უფლების შეზღუდვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ჟურნალისტის, “მოამბის” ყოფილი წამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სარჩელი, რომლითაც ის მის გათავისუფლებაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა. 
  • 06.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი ფინანსური ჯარიმა

სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო

“ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისთვის Facebook-ზე „მონას“ წოდებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “TV პირველის” ჟურნალისტ, ტელეწამყვან ვიკა ბუკიასთვის დაკისრებული 4000-ლარიანი ჯარიმა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
  • 16.01.2026
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი სამართლებრივი დევნა

აფგან სადიგოვის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

16 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და საქმე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გადაუგზავნა, რადგან სასამართლოს შეფასებით მის ქმედებაში შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტს სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების საფრთხე ემუქრება.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ