ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 17.12.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა

მედიისთვის სასამართლო პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება სულ უფრო მეტად რთულდება

17 დეკემბრის, ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე” დაკავებული 13 პირის საქმის განხილვისას, სასამართლო პროცესზე, სატელევიზიო ჟურნალისტების თხოვნაზე, პირდაპირ ეთერში ჩართვის მიზნით სხდომის დარბაზიდან ერთხელ გასვლის უფლების მინიჭებაზე, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ განაცხადა, რომ სხდომის დატოვების შემთხვევაში ჟურნალისტებს დარბაზში დაბრუნების უფლება აღარ ექნებოდათ.
  • 17.12.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი SLAPP სარჩელი

 ცილისწამების საქმე ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტის წინააღმდეგ

2025 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მიერ ტელეკომპანია „TV პირველისა“ და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ აღძრულ ცილისწამების საქმეზე.
  • 24.11.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი

მოსამართლემ შეწყვიტა მზია ამაღლობელის სარჩელი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ 

24 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შეწყვიტა, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, საქმის განხილვა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, წინააღმდეგ. სარჩელით, მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან მის შესახებ გაკეთებული ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.
  • 23.11.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი ფინანსური ჯარიმა

“TV პირველის” ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა

"TV პირველის" ჟურნალისტი, გიორგი მამნიაშვილი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 3,000 ლარით დააჯარიმა.
  • 23.11.2025
  • თბილისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
თავდასხმა საკუთრებაზე ტექნიკის ჩამორთმევა

“TV პირველის” ჟურნალისტს სასამართლოში მობილური ტელეფონი ჩამოართვეს

23 ნოემბერს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “TV პირველის” ჟურნალისტს მობილური ტელეფონი ჩამოართვეს. ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტი სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, რაც მანდატურის სამსახურმა მისი ტელეფონი დალუქა. “ალტერნატივად მას მხოლოდ ფურცელი და კალამი შესთავაზეს” - აცხადებს “TV პირველი”.
  • 12.11.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი დაკავება/დაპატიმრება

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით, მეორედ შეუფარდეს პატიმრობა

2025 წლის 12 ნოემბერს, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, გზის გადაკეტვის საბაბით მეორედ შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა -  ის ციხეში 7 დღეს გაატარებს
  • 11.11.2025
  • ქუთაისი
  • სასამართლო
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა საჯარო შეხვედრაზე არდაშვება

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მედიას დასწრების და გაშუქების საშუალება შეუზღუდეს

2025 წლის 11 ნოემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, პატიმარ მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივრის  განხილვა დაიწყო. მაღალი საჯარო ინტერესის გამო, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე დასასწრებად, მისი კოლეგები და გულშემატკივრები, ქუთაისში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ, თუმცა, მათი უმეტესობა სასამართლო დარბაზში ვერ შევიდა - სასამართლო პროცესი მცირე, 24-კაციან დარბაზში გაიმართა და ადგილები სწრაფად შეივსო.
  • 25.10.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი დაკავება/დაპატიმრება

ტელეკომპანია “ფორმულას” კიდევ ერთი თანამშრომელი ნიკა პატარაია დააკავეს

2025 წლის 25 ოქტომბერს, დააკავეს ტელეკომპანია “ფორმულას” ოპერატორი ნიკა პატარაია. სასამართლომ პატარაიას გზის გადაკეტვისთვის 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 
  • 24.10.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი დაკავება/დაპატიმრება

დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი

დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი
  • 24.10.2025
  • თბილისი
  • სამართალდამცველი | სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი დაკავება/დაპატიმრება

საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს მწერალი და   “ფორმულას” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ზვიად კვარაცხელია

2025 წლის 24 ოქტომბერს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის დააკავეს ზვიად კვარაცხელია - მწერალი და გამომცემელი, „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი. სასამართლომ ზვიად კვარაცხელიას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ