ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 01.04.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "POSTV" | შალვა რამიშვილი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას დისკრედიტაციას ცდილობს

რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო ბრიტანეთისგან სანქცირებული, პროსამთავრობო “POSTV”-ის დირექტორი და საავტორო გადაცემის წამყვანი შალვა რამიშვილი, “TV პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას დაკნინებას ცდილობს გეოგრაფიული ნიშნით.  
  • 01.04.2026
  • თბილისი
  • "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული გვერდი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს

პარტია “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი სახელწოდებით “მედია”,  დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს. 1-ელ აპრილს გვერდზე გამოქვეყნდა პოსტერი, რომელზეც გამოსახული არიან “TV პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები, ტექსტად კი პოსტერს აწერია - “გილოცავთ პროფესიულ დღეს 1 აპრილს”. (1 აპრილი, ქართულ საზოგადოებაში - ტყუილთან არის ასოცირებული, სიცრუის დღედ ითვლება).
  • 01.04.2026
  • წკერე
  • კერძო კომპანია
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→სიტყვიერი შეურაცხყოფა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა
მუშაობაში ხელშეშლა→გადაღების აკრძალვა

გამოცემა „მთის ამბების”გადამღებ ჯგუფს  მუშაობის უფლება არ მისცეს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ გადამღებ ჯგუფს ხადას ხეობაში, სოფელ წკერეში, მუშაობისას ხელიუკანონოდ შეუშალეს, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ჟურნალისტები აიძულეს გადაღება შეეწყვიტათ და სოფელი დაეტოვებინათ.
  • 28.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი→სამართლებრივი დევნა

ფრანგ ფოტოგრაფ ფრანსის პრიმერსკის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს

ფრანგი ფოტოგრაფი ფრანსის პრიმერსკი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბინადრობის ნებართვა გაუუქმეს. ფოტოგრაფი ხშირად აშუქებდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს. 
  • 25.03.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | საქართველოს პარლამენტი
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა→საშვის არგაცემა

საქართველოს პარლამენტმა “მონიტორის” ჟურნალისტზე ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაცია არ გასცა

2026 წლის 25 მარტს, “მონიტორმა” გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც აღნიშულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთან ზაალ დუგლაძესთან ინტერვიუს ჩაწერა ვერ მოახერხეს, რადგან პარლამენტმა ჟურნალისტზე არ გასცა სპეციალური საშვი.
  • 20.03.2026
  • თბილისი
  • ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→სიტყვიერი შეურაცხყოფა

ტელეკომპანია “იმედის” ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ “ფორმულას” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

20 მარტს, სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გამოსულმა ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
  • 19.03.2026
  • თბილისი
  • ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი→SLAPP სარჩელი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდარავამ ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივლა

19 მარტს,  “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10 000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელით აგრეთვე მოთხოვნილია, “შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ უარყოფაც.
  • 12.03.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო "რუსთავი 2"
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ პრო-სამთავრობო მედიაში მზია ამაღლობელის დისკრედიტაციის ნარატივი გრძელდება

ევროპარლამენტმა 12 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და სხვა დაკავებული პირების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.
  • 11.03.2026
  • თბილისი
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის გავრცელების შეზღუდვა

ფინანსური დავალიანების გამო გაითიშა “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა

2026 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფინანსური დავალიანების გამო “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. ტელეკომპანიის ცნობით, სატელიტური და ღია მაუწყებლობა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვაც მათ ვეღარ შეძლეს.
  • 11.03.2026
  • თბილისი
  • ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა სამართალდამცავებს  მიმართავს დაინტერესდნენ  ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ