ჟურნალისტების უსაფრთხოება საქართველოში 

ინციდენტები

  • 06.02.2026
  • თბილისი
  • პარლამენტის წევრი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს  და მის დისკრედიტაციას ახდენს

საქართველოს კულტურისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი, თეა წულუკიანი, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და ფოტოფაბრიკაციით მის დისკრედიტაციას ახდენს. 
  • 06.02.2026
  • თბილისი
  • თბილისის მერი | პრემიერ მინისტრი | პროსამთავრობო "POSTV" | პროსამთავრობო "რუსთავი 2" | პროსამთავრობო “იმედი”
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

“ქართული ოცნება” და  მისი მხარდამჭერი მედიები დამოუკიდებელი გამოცემა “პუბლიკის” დისკრედიტაციას ახდენენ  

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, და თბილისის მერი, კახი კალაძე, გამოცემა “პუბლიკისთვის” ევროკავშირის პრიზის მინიჭების ფაქტისა და გამოცემის დისკრედიტაციას ცდილობენ. მათ ნარატივს იმეორებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი მედიები, მათ შორის ტელეკომპანია “იმედი”, “რუსთავი 2”  და POSTV”
  • 06.02.2026
  • თბილისი
  • სასამართლო
  • დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
ინციდენტის ტიპი:
სამართლებრივი ინციდენტი ფინანსური ჯარიმა

სააპელაციო სასამართლომ  ძალაში დატოვა ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ჯარიმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო

“ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, მარიამ ლაშხისთვის Facebook-ზე „მონას“ წოდებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ “TV პირველის” ჟურნალისტ, ტელეწამყვან ვიკა ბუკიასთვის დაკისრებული 4000-ლარიანი ჯარიმა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.
  • 02.02.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “რადიო თავისუფლების”  დისკრედიტაციას ეწევა

2026 წლის 2 თებერვალს, ტელეკომპანია  “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “რადიო თავისუფლება” დასავლეთის პროპაგანდის ინსტრუმენტად მოიხსენია და მედიასაშუალების დაფინანსების წყაროს შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.
  • 02.02.2026
  • გორი
  • ადმინისტრაციული ორგანო | ცხინვალის სუს-ი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
პერსონალური ინფორმაცია

ოკუპირებული ცხინვალის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა” “ამერიკის ხმის” ყოფილი ჟურნალისტის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა

2026 წლის 2 თებერვალს, უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება ცხინვალელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას, და რომ იგი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის - “ამერიკის ხმისთვის“.
  • 02.02.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | თსუ
  • პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
ინციდენტის ტიპი:
მუშაობაში ხელშეშლა საჯარო შეხვედრაზე არდაშვება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკადემიური საბჭოს სხდომის გასაშუქებლად, მედია არ შეუშვეს

2026 წლის 2 თებერვალს, მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველ კორპუსში, სადაც აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ორი უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების საკითხი განიხილებოდა.
  • 29.01.2026
  • თბილისი
  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

შალვა პაპუაშვილი აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას 

“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კვლავ ახდენს დამოუკიდებელი ონლაინ მედიების დისკრედიტაციას  ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, მოგვიანებით კი, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.
  • 28.01.2026
  • თბილისი
  • პროსამთავრობო “იმედი”
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

“ქართული ოცნების” მხარდამჭერი ტელეკომპანია “იმედი” “TV პირველის” და ნოდარ მელაძის დისკრედიტაციას ცდილობს

28 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერიტელეკომპანია “იმედის” ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა ქარდი, სადაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ერთ ფოტოზე იყო ნაჩვენები “ტვ პირველის” ჟურნალისტი და პროდიუსერი ნოდარ მელაძე. ტელეკომპანია “იმედმა” “ტვ პირველი” ცრუ პროპაგანდაში დაადანაშაულა და “პროგაპანდის ინსტრუმენტი” უწოდა. 
  • 28.01.2026
  • თბილისი
  • ადმინისტრაციული ორგანო | საქართველოს პარლამენტი
  • მედიის დახურვის რისკი
ინციდენტის ტიპი:
მედიის შემზღუდავი კანონის მიღება

„ქართული ოცნება“ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს აანონსებს

28 იანვარს, „ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ  პარტია საგაზაფხულო სესიაზე ახალი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას გეგმავს, რომელიც მოიცავს „გრანტების შესახებ“ კანონის, სისხლის სამართლის კოდექსის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის ცვლილებებს.  
  • 27.01.2026
  • თბილისი
  • პარლამენტის წევრი
  • პროფესიული ნიშნით დევნა
ინციდენტის ტიპი:
ვერბალური თავდასხმა დისკრედიტაცია

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” “მითების დეტექტორის” დისკრედიტაციას ცდილობს

პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან” ნინო წილოსანი ფაქტჩეკერ ორგანიზაციის - “მითების დეტექტორს”, “ტროლებს” უწოდებს. 
GE / EN

თუ ფლობთ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლისთვის ხელის შეშლის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ